ხშირად დასმული შეკითხვები
რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიშის გახსნა
როგორ გავიარო რეგისტრაცია WhiteBIT-ზე?
რეგისტრაციისთვისა და ჩვენი სავაჭრო ბირჟის ყველა ხელსაწყოს გამოსაყენებლად, WhiteBIT-ზე მომხმარებლის ანგარიში უნდა გახსნათ.
რეგისტრაციის პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება. აი როგორ ხდება.
• გადადით ბმულზე https://whitebit.com/ka/auth/register ან დააჭირეთ ვებ-საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე რეგისტრაციის ღილაკს.
• შესაბამისი ველები შეავსეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართითა და ძლიერი პაროლით. პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 ნიშნისგან და უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 პატარა ასოს, 1 დიდ ასოს და 1 სპეციალურ ნიშანს.
• ასევე შესაძლებელია მომწვევის კოდის დამატება: უბრალოდ დააჭირეთ '+' ნიშანს შესავსები ველის გამოსაჩენად.
• მონიშნეთ უჯრები, თუ ეთანხმებით WhiteBIT-ის მომხმარებლის ხელშეკრულებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თუ ადასტურებთ, რომ არ ხართ აკრძალული ქვეყნებისა და ტერიტორიების მოქალაქე და მაცხოვრებელი.
• დააჭირეთ 'გაგრძელების' ღილაკს.
• გაიარეთ CAPTCHA.
• დაადასტურეთ ელ. ფოსტა თქვენს ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი სავერიფიკაციო კოდის შეყვანით. თუ კოდი ერთი წუთის განმავლობაში არ მიგიღიათ, ახალი წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ.
• თქვენს ანგარიშზე შესასვლელად გამოიყენეთ საავტორიზაციო მონაცემები.
თქვენი ანგარიშის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გირჩევთ გაააქტიუროთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და ანტიფიშინგი.
ისარგებლეთ ჩვენი სავაჭრო ბირჟის ყველა უპირატესობით და გამოიმუშავეთ შემოსავალი ერთად WhiteBIT-ზე!
როგორ გავიაროთ ავტორიზაცია?
ავტორიზაციის ღილაკი ვებ-საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარეობს.
დააჭირეთ და საავტორიზაციო გვერდზე გადამისამართდებით.
• დარწმუნდით, რომ იმყოფებით ვებ-საიტზე https://whitebit.com/ka .
• შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და პაროლი, შემდეგ გაიარეთ CAPTCHA. თუ გააქტიურებული გაქვთ 2FA ფუნქცია, შეიყვანეთ კოდიც და დააჭირეთ 'გაგრძელებას'.
• გაითვალისწინეთ, რომ თუ ანგარიშზე არ გაქვთ გააქტიურებული 2FA და ავტორიზაციის გავლას ახალი სხვა მოწყობილობიდან ეცდებით, ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი კოდის შეყვანა მოგიწევთ. აღნიშნულით თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება იზრდება.
სულ ესაა! თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით საბაზისო სავაჭრო გვერდზე.
WhiteBIT ანგარიში
ვებ-საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში 'ანგარიშის' ღილაკია.
იგი შემდეგი განყოფილებებისგან შედგება:
• ანგარიშის პარამეტრები
• უსაფრთხოება
• დახმარება
• API
• მეგობრის მოწვევა
მოდით მეტი შევიტყოთ თითოეული განყოფილების შესახებ.
ვერიფიკაცია
მოცემული განყოფილება ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ შესაბამისი საბუთები და გაიარონ KYC ვერიფიკაცია.
რა უპირატესობები აქვს KYC ვერიფიკაციას?
KYC ვერიფიკაცია მომხმარებლის ანგარიშსა და თანხებს უსაფრთხოების დამატებით დონეს ანიჭებს. KYC ახდენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას. ამის გარდა, ვერიფიკაცია ზრდის თქვენი კრიპტოვალუტის განაღდების დღიურ ლიმიტს 100 BTC-მდე ან მის ექვივალენტამდე და გაძლევთ ქაღალდის ფულით ოპერაციებზე დაშვებას.
როგორ გავიაროთ KYC?
საჭიროა ფორმის შევსება, თქვენი საბუთების ფოტოსურათების, სელფისა და საჭირო ინფორმაციით შევსებული ქაღალდის სურათის ატვირთვა. პროცესს სამიდან ხუთ წუთამდე სჭირდება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვერიფიკაციის განყოფილებაში.
პირის ვერიფიკაციის ველი ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც უკვე შევიდნენ სისტემაში და ჯერ არ არიან ვერიფიცირებულები.
ძირითადი
რეგისტრაციისას, ყველა მომხმარებელი იღებს მისი ელ. ფოსტის იდენტურ სახელს. ამ განყოფილებაში მომხმარებელს სახელის შეცვლა ნებისმიერი უნიკალური ვარიანტით შეუძლია. ამ განყოფილებაში ასევე შეგიძლიათ დააყენოთ მომხმარებლის ანგარიშიდან ავტომატურად გამოსვლის ფუნქციაც. ხელმისაწვდომია დროის რამდენიმე ინტერვალი და აგრეთვე, ვარიანტი 'არასდროს'.
ანგარიშის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მომხმარებლის ანგარიშიდან გარკვეულ ინტერვალში ავტომატურად გამოსვლის ჩართვა.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება ანგარიშის მნიშვნელოვანი განყოფილებაა. აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ან ჩართოთ შემდეგი ფუნქციები:
პაროლის შეცვლა. რეკომენდებულია პაროლის ყოველ 30 დღეში ერთხელ შეცვლა. გამოიყენეთ უნიკალური და რთული კომბინაციები, პაროლი უსაფრთხო ადგილას შეინახეთ და არ გაუმჟღავნოთ მესამე მხარეს.
მისამართის მართვა. თეთრი სიის ფუნქციის გამოყენება თანხების განაღდების უსაფრთხოებას ზრდის. თანხების გამოტანა მხოლოდ სიაში შეტანილ მისამართებზე იქნება შესაძლებელი.
ანტიფიშინგი ანტიფიშინგის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ წერილებს მხოლოდ WhiteBIT-ისგან მიიღებთ.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. 2FA ანგარიშის უსაფრთხოების დამატებითი დონეა. იგი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელი ერთადერთი პირია, რომელსაც ანგარიშზე აქვს წვდომა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარისთვის შესაძლოა პაროლი ცნობილი იყოს. თქვენს ანგარიშზე პოტენციური არაავტორიზებული წვდომის შეფერხების მიზნით, რეკომენდებულია მისი ჩართვა. გთხოვთ, მის დასაყენებლად დრო გამონახოთ.
მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 2FA განყოფილებაში.
სესიები. აქ შეგიძლიათ ყოველთვის ადევნოთ თვალი თქვენს სესიებს. თქვენი მიმდინარე და ძველი სესიების შესახებ შემდეგ ინფორმაციაზე გაქვთ წვდომა:
• IP მისამართები;
• მომხმარებლის აგენტი;
• ბოლო აქტიურობის დრო;
• 'დასრულების' ღილაკი, ნებისმიერი სესიის დასასრულებლად.
API
იხილეთ განყოფილება სათაურით API.
მოწვევის პროგრამა
ეს არის ბონუს პროგრამა WhiteBIT-ისგან. თქვენ მიერ მოწვეული ადამიანების სავაჭრო მოსაკრებლის 40%-ს იღებთ. პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ გვერდზე. განყოფილება მოიცავს თქვენს უნიკალურ მოსაწვევ ბმულს, მოსაწვევი პროგრამის კალკულატორს, ინფორმაციას თქვენ მიერ მოწვეული პირების შესახებ და გადახდების ისტორიას.
ბალანსი
WhiteBIT-ზე რეგისტრაციის შემდეგ ყოველ მომხმარებელს ორი ბალანსის გვერდზე ექნება წვდომა: სპოტ (ოპერაციების უმეტესობისთვის) და სამარჟო (სამარჟო ვაჭრობისთვის). სპოტ ბალანსი იყოფა მთავარ და სავაჭრო ბალანსებად.
ყოველი მათგანი შექმნილია დამატებითი უსაფრთხოებისთვისა და მომხმარებლის კომფორტისთვის. მათი წყალობით, მარტივად შეგიძლიათ მართოთ თქვენი თანხები ოპერაციების მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, მხოლოდ სავაჭრო ბალანსზე არსებული თანხებით შეგიძლიათ ივაჭროთ.
როდესაც ზედა მენიუს ბარზე დააჭერთ 'ბალანსებს', ასარჩევად იქნება ორი ვარიანტი: 'სპოტ' და 'სამარჟო'. აირჩიეთ, რომელიც გჭირდებათ.
სპოტ მთავარი ბალანსი მოიცავს სპოტ და სამარჟო ბალანსებს.
სპოტ მთავარი ბალანსი გამოიყენება კრიპტოვალუტებისა და ქაღალდის ფულის დეპოზიტისა და განაღდებისთვის. თანხები მთავარ ბალანსზეა:
- დეპოზიტის შემდეგ;
- განაღდებამდე;
- მოსაწვევების სანაცვლოდ საპროცენტო განაკვეთების დაგროვების შემდეგ;
- WhiteBIT კოდის შექმნამდე;
- WhiteBIT კოდის გააქტიურების შემდეგ;
- SMART სტეკინგის' გეგმის გახსნამდე;
- SMART სტეკინგის' გეგმის დახურვის ან დასრულების შემდეგ.
სპოტ სავაჭრო ბალანსი გამიზნულია ექსკლუზიურად არასამარჟო ვაჭრობისთვის (შეკვეთების განსანთავსებლად) და თანხების გადასარიცხად. ვაჭრობის დასაწყებად საჭირო თანხა მთავარი ბალანსიდან უნდა გადაირიცხოს სავაჭროზე.
სამარჟო ბალანსი მხოლოდ სამარჟო ვაჭრობისთვისაა. x5 კრედიტით ვაჭრობის დასაწყებად, საჭირო თანხა უნდა გადაირიცხოს მთავარი ბალანსიდან სამარჟო ბალანსზე სამარჟო ვაჭრობის გვერდზე.
API
აქ შესაძლებელია კოდების გენერირება ჩვენი მულტიფუნქციური API-ს გამოსაყენებლად.
API-სთან მუშაობის დასაწყებად, უნდა ჩართოთ 2FA (სამომავლოდ 2FA-ს გამორთვა, ყველა API-ს კოდს არააქტიურს გახდის).
სანდო IP მისამართების დაკავშირება, ვებ-ჰუკების შექმნა, ახალი კოდების კონფიგურაცია, შექმნა და მათი ამოღება ამ განყოფილებაში ხდება.
API-ს შემოწმება ჩვენი საცდელი ტოკენებით შეგიძლიათ.
API ჩართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია API-ს დოკუმენტაციაში.
დადასტურების წერილი არ მიმიღია. როგორ მოვიქცე?
გადაამოწმეთ 'სპამ' და 'პრომოაქციების' საქაღალდეები. შესაძლებელია, რომ წერილი სწორედ იქ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წუთის გასვლის შემდეგ ხელახლა სცადეთ წერილის გაგზავნა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ არ მიგიღიათ ელ. ფოსტა კოდით და შესაბამისი ველის შევსების გარეშე დახურეთ გვერდი, თქვენი ანგარიში არ გააქტიურდება და მის გამოყენებას ვერ შეძლებთ. თუმცა, თუ შეცვლით პაროლს საავტორიზაციო გვერდზე 'დაგავიწყდათ პაროლი?' ფუნქციის გამოყენებით, თქვენი ანგარიში ავტომატურად გააქტიურდება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბირჟის დახმარების გუნდს ონლაინ ჩატით ('დახმარების' ღილაკის ვებ-საიტის ქვედა მარჯვენა მხარეს მდებარეობს) ან მისამართზე support@whitebit.com.
How to change my password?
We recommend changing your password as often as possible and keeping it out of the reach of others.
To change your password, click the Account icon in the upper right corner of the exchange and select “Settings” in the drop-down list. Then click the "Security".
Enter your old password, pick a new one, and fill in all the required fields. After that, click “Change”, go through the captcha, and enter the 2FA code.
That’s it! You will receive an email notification about your actions.
*We recommend enabling the two-factor authentication to secure your account and be able to withdraw funds immediately after changing the password. Without 2FA, the withdrawal will be possible only in 72 hours after changing the password.
როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა პაროლი და ანგარიშზე წვდომა აღარ მაქვს?
პაროლის შესაცვლელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ საავტორიზაციო გვერდზე არსებული 'დაგავიწყდათ პაროლი?' ფუნქცია. დაწკაპუნების შემდეგ:
• შეიყვანეთ WhiteBIT-ზე რეგისტრირებული ანგარიშის ელ. ფოსტის მისამართი.
• ელ. ფოსტაზე მიიღებთ წერილს, გახსენით და გადადით ბმულზე პაროლის შესაცვლელად.
• მოიფიქრეთ რთული პაროლი და შეიყვანეთ.
მორჩა!
რეკომენდებულია 2FA-ს და ანტიფიშინგის ჩართვა, თქვენი ანგარიშის მეტი უსაფრთხოებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თანხების განაღდება შეზღუდულია პაროლის შეცვლიდან 72 საათის განმავლობაში.
პირადობის ვერიფიკაცია (KYC)
რა არის KYC და რისთვის გამოიყენება?
KYC (Know Your Customer — იცნობდე შენს მომხმარებელს) მომხმარებლის ვერიფიკაციაა პირადობის დასაბუთებული მტკიცებულების წარდგენის გზით.
მომხმარებლის ვერიფიკაცია გვეხმარება მისი ანგარიშის დაცვაში და თანხების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, KYC ახდენს ფულის გათეთრებისა და ფინანსურის ტერორიზმის პრევენციას.
KYC ვერიფიკაციის გავლის შემდეგ მომხმარებლის მიერ კრიპტოვალუტის განაღდების დღიური ლიმიტი იზრდება 100BTC-მდე ან მის ეკვივალენტამდე და იძენს ფიატ ფულით ოპერაციების გატარების შესაძლებლობას.
როგორ გავიაროთ WhiteBIT-ზე იდენტობის ვერიფიკაცია?
იდენტობის ვერიფიკაცია (KYC) არის საფონდოო ბირჟის მომხმარებლების იდენტიფიცირების პროცესი. იგი გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების მონაცემების დაცვის,უსაფრთხოების საშუალებას. აქტივებით ვაჭრობა,გადაცვლა,თანხის შეტანა ან გამოტანა ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ხდება იდენტობის ვერიფიკაციის გავლის შემდგომ.
ჩვენი ვერიფიკაციის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად ატვირთოთ თქვენი მონაცემები და დოკუმენტები. ვერიფიკაციის პროცესს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ უნარებს. ჩვეულებისამებრ, პროცესი მიმდინარეობს ჩვენს პლატფორმაზე. აქ არის ინსტრუქცია:
გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე და პარამეტრებში გადადით ვერიფიკაციისგანყოფილებაში.
აირჩიეთ თქვენი ეროვნება და ქვეყანა. დარწმუნდით რომ ირჩევთ თეთრ სიაში შემავალ ქვეყანას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ KYC ვერიფიკაცია არ მიიღება შემდეგი ქვეყნების და ტერიტორიების მოქალაქეებისგან ან რეზიდენტებისგან: ავღანეთი, ამერიკის სამოა, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, გუამი, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინა, პუერტო რიკო, სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, აშშ, სირია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, დნესტრისპირეთი, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღი, ჩრდილოეთ კვიპროსი, დასავლეთ საჰარა, ამბაზონია, კოსოვო და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.
შეავსე ფორმა შენი მონაცემებით. მიუთითე შენი სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი.
აირჩიეთ დოკუმენტი რომ მოახდინოთ თქვენი იდენტობის ვერიფიკაცია.
არის 3 ვარიანტი: ID ბარათი, პასპორტი და მართვის მოწმობა.აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი და ატვირთეთ დოკუმენტი.ვიდეო ვერიფიკაცია. თქვენგან მხოლოდ თავის რამდენიმე ადვილი მოძრაობაა საჭირო ინტერფეისის ინსტრუქციების შესაბამისად. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ტელეფონით ან კომპიუტერით.
დაასრულეთ იდენტობის ვერიფიკაციის პროცესი 2FA-ს ჩართვით თქვენი ანგარიშის დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
2FA, ან ორ-ბიჯიანი ავთენტიფიკაცია არის აპლიკაციის მიერ დაგენერირებული კოდი რომელიც უზრუნველყოფს რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს ანგარიშზე.
მზადაა! მალე გაიგებთ ვერიფიკაციის სტატუსს. წერილს მიიღებთ როგორც კი შევამოწმებთ თქვენს დოკუმენტებს. სტატუსის შემოწმება ასევე შეგიძლიათ თქვენს ანგარიშში.
შესაძლებელია რომ დოკუმენტები არ დადასტურდეს.მაგრამ, არ იდარდოთ,ჩვენ გაძლევთ მეტი ცდის საშუალებას თუ თქვენი მონაცემები არ დადასტურდება.
შეგიძლიათ იდენტობის ვერიფიკაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველი მოწყობილობიდან,როგორიც არის,მობილური ტელეფონი. ეს ისეთივე მარტივია როგორც კომპიუტერიდან ვერიფიკაცია.თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ბირჟაზე აპლიკაციიდან და ასევე გაიაროთ იდენტობის ვერიფიკაცია.
აქაც მიჰყევით ზემოთ აღწერილ ინსტრუქციებს.
გილოცავთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ჩვენს საფონდო ბირჟაზე.
რა დრო სჭირდება KYC-ის შემოწმებას? როგორ მოვიქცე, თუ სააპლიკაციო ფორმაში შეცდომა დავუშვი?
KYC ვერიფიკაციას საშუალოდ 1-დან 24 საათამდე სჭირდება. ყველა მოთხოვნა თანმიმდევრულად მუშავდება, გთხოვთ, მოითმინოთ.
თქვენი აპლიკაციის დამუშავების შემდეგ, შედეგის შესახებ ელექტრონულ წერილს მიიღებთ. თუ თქვენი KYC უარყოფილია, ელექტრონულ წერილში ასევე აღწერილი იქნება მიზეზი. ამის გარდა, შეიძლება თქვენი KYC აპლიკაციის სტატუსი შეიცვალოს სავერიფიკაციო გვერდზე.
ვერიფიკაციის პროცესის დროს შეცდომის დაშვების შემთხვევაში, დაელოდეთ აპლიკაციის უარყოფას. მაშინ, ხელახლა შეძლებთ ინფორმაციის გაგზავნას დასადასტურებლად. თუ კიდევ გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს დახმარების გუნდს ონლაინ ჩატით ბირჟის საიტზე (საიტის ქვედა მარჯვენა მხარეს მდებარე ხატულა), განაცხადის ან ელ. ფოსტის support@whitebit.com მეშვეობით.
Why don’t I receive e-mails from WhiteBIT?
The e-mails may have ended up in the Spam folder, so check this section of your e-mail account. You may also have previously unsubscribed from our mailing.
If the e-mails from WhiteBIT are in “Spam”:
- tick all e-mails from WhiteBIT;
- mark the e-mails as “Not spam” and “Important";
- to make sure you continue receiving e-mails from us, add the following addresses to your contacts and safe senders list:
system@whitebit.com to receive technical information about your account activity;
news@whitebit.promo to receive relevant exchange updates;
support@whitebit.com to contact the technical support of the exchange.
If you have any additional questions, please contact our support team via the online chat on the exchange (the "Support" button in the lower right corner) or e-mail us at support@whitebit.com.
დეპოზიტი / განაღდება
კრიპტოვალუტის დეპოზიტი
ვაჭრობის დასაწყებად, ანგარიშზე თანხების შეტანა მოგიწევთ.
ყოველი კრიპტოვალუტის აქტივის შეტანა სპოტ ანგარიშის გვერდზე ცალკე ხდება. მონეტის ტიკერის ხაზზე დაინახავთ შესაბამის ღილაკებზე 'დეპოზიტი' და 'განაღდება'.
მოდით თანხის შეტანა ვცადოთ!
მაგალითად, Tether US-ის (USDT) დეპოზიტზე შესატანად მთავარ მენიუში ზედა მხარეს დააჭირეთ 'ბალანსებს' და შემდეგ აირჩიეთ სპოტ. აირჩიეთ ვალუტა ტიკერით 'USDT' და დააჭირეთ ღილაკს 'დეპოზიტი'. დეპოზიტის ფორმაში აირჩიეთ ის ქსელი, რომლის მეშვეობითაც თანხის დეპოზიტირება განხორციელდება, დააკოპირეთ დეპოზიტის მისამართი (ღილაკით ან QR კოდით) და გამოიყენეთ გასაგზავნ პლატფორმაზე. ყურადღება მიაქციეთ დეპოზიტის მინიმალურ თანხას და მოსაკრებელს. მისამართის მინიმუმ ერთხელ მაინც გამოყენების შემდეგ ახალი მისამართის შესაბამისი ღილაკით შექმნის შესაძლებლობა გექნებათ.
თუ მობილური ტელეფონის აპლიკაციას იყენებთ, გადადით 'საფულის'განყოფილებაში (გაცვლის რეჟიმი), აირჩიეთ USDT და დააჭირეთ 'დეპოზიტს'. შემდეგ კი იმოქმედეთ წინა ინსტრუქციების მიხედვით.
თქვენს WhiteBIT ანგარიშზე შეტანილი ნებისმიერი დეპოზიტი ისტორიაში აისახება (დეპოზიტის ჩანართი) და თანხები თქვენს მთავარ ანგარიშზე დაირიცხება.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელოვან მოცემულობებს!
• დეპოზიტის ფანჯარაში ყოველთვის გადაამოწმეთ ქსელების სია (შესაბამისად ტოკენის სტანდარტები), რომელთაც WhiteBIT უჭერს მხარს. ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თითოეული მონეტის ქსელის ექსპლორერი ტიკერის გვერდით მდებარე ჯაჭვის ხატულაზე დაჭერით.
• დარწმუნდით, რომ ქსელი, საიდანაც დეპოზიტზე შეტანას გეგმავთ, WhiteBIT-ის მიერ არის მხარდაჭერილი.
• დარწმუნდით, რომ სწორი ქსელის სადეპოზიტო მისამართს დააკოპირებთ.
• გახსოვდეთ, რომ ზოგი ვალუტისთვის, როგორიცაა Riplle (XRP) და Stellar (XLM), მოცემულია შენიშვნა (დანიშნულების იარლიყი). მისი ნახვა შეგიძლიათ დეპოზიტის ფანჯარაში არსებული შენიშვნის ველში. შენიშვნის დართვა გასაგზავნ პლატფორმაზე თქვენი დეპოზიტის შეტანისთვის სავალდებულოა.
ყურადღებით იყავით, რადგან ტრანზაქციის შესრულებისას არასწორი ინფორმაციის შეყვანით თქვენი აქტივები შესაძლოა სამუდამოდ დაიკარგოს. ყოველი ტრანზაქციის განხორციელებამდე დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ თანხების თქვენს ბალანსზე გადასარიცხად შეყვანილი ინფორმაცია სწორია.
კრიპტოვალუტის ყოველ ტრანზაქციას ქსელის დადასტურებების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროება; აღნიშნულის მიღწევის შემდეგ თქვენს ბალანსზე დეპოზიტი დაირიცხება. დადასტურებების საჭირო რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ, ქსელის დადასტურებების რაოდენობის განყოფილებაში.
ფიატ ფულის შეტანა დეპოზიტზე
ჩვენს ბირჟაზე, იდენტობის ვერიფიკაცია (KYC) ოპერაციები ფიატ ფულით განსახორციელებლადაც სავალდებულოა.
ყოველი კრიპტოვალუტის აქტივის შეტანა სპოტ ანგარიშის გვერდზე ცალკე ხდება. მონეტის ტიკერის ხაზზე დაინახავთ შესაბამის ღილაკებზე 'დეპოზიტი' და 'განაღდება'.
მოდით თანხის შეტანა ვცადოთ!
მაგალითად, აშშ დოლარის (USD) დეპოზიტზე შესატანად, მთავარ მენიუში ზედა მხარეს დააჭირეთ 'ბალანსებს' და შემდეგ აირჩიეთ სპოტ. აირჩიეთ ვალუტა ტიკერით 'USD' და დააჭირეთ ღილაკს 'დეპოზიტი'. სადეპოზიტო ფორმაში, შეამოწმეთ და აირჩიეთ გადახდის მეთოდი, რომლითაც სადეპოზიტო შენატანი განხორციელდება, ჩაწერეთ შესაყვანი თანხა (გამოაკლდება მოსაკრებელი) და დააჭირეთ 'მოთხოვნას'. გადახდის სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ გადახდის გვერდზე. შემდეგ მიჰყევით გვერდზე გამოსახულ ინსტრუქციებს.
თუ მობილურ აპლიკაციას იყენებთ, გადადით 'საფულის' განყოფილებაში (გაცვლის რეჟიმი), აირჩიეთ USD და დააჭირეთ 'დეპოზიტს'. შემდეგ გაიმეორეთ წინა ინსტრუქციაში აღწერილი პროცედურა.
თანხების გადარიცხვა ძალიან სწრაფად ხდება. თუ ისტორიაში თქვენი დეპოზიტის ისტორიის სტატუსი არის 'დაუდასტურებელია მომხმარებლის მიერ', დარწმუნდით, რომ ტრანზაქციის ყველა ეტაპი წარმატებით შეასრულეთ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ასეა და თქვენი თანხა მოიხსნა, მაგრამ ბალანსზე არ დაგერიცხათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს დახმარების გუნდს (ელ. ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან განაცხადის გაგზავნით), ჩვენ დამატებით გადავამოწმებთ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს გაგიწევთ.
გადახდის სისტემების, მოსაკრებლების და მინიმალური დეპოზიტის შემოწმება შეგიძლიათ მოსაკრებლების გვერდზე.
კრიპტოვალუტის განაღდება
ყოველი კრიპტოვალუტის აქტივის გამოტანა სპოტ ანგარიშის გვერდზე ცალკე ხდება. მონეტის ტიკერის ხაზზე დაინახავთ შესაბამის ღილაკებზე 'დეპოზიტი' და 'განაღდება'.
მოდით თანხის განაღდება ვცადოთ!
მაგალითად, Tether US-ის (USDT) დეპოზიტზე გამოსატანად, მთავარ მენიუში ზედა მხარეს დააჭირეთ 'ბალანსებს' და შემდეგ აირჩიეთ სპოტ. აირჩიეთ ვალუტა ტიკერით 'USDT' და დააჭირეთ ღილაკს 'განაღდება'. განაღდებისთვის საჭირო შესავსებ ფორმაში, აირჩიეთ ქსელი, რომლის მეშვეობითაც მოხდება განაღდება, და ჩასვით მისამართი, სადაც თანხა უნდა გაიგზავნოს. ყურადღება მიაქციეთ მინიმალურ გასანაღდებელ თანხას და მოსაკრებელს (გასააქტიურებელი ღილაკით შეგიძლიათ აირჩიოთ, მოსაკრებელი თანხას მოაკლდეს, თუ ცალკე დაემატოს). შემდეგ დააჭირეთ 'განაღდების მოთხოვნის' ღილაკს. განაღდების დადასტურება მოგიწევთ ელ. ფოსტისა და 2FA-ს (თუ აღნიშნული ფუნქცია ჩართულია) მეშვეობით.
თუ მობილურ აპლიკაციას იყენებთ, გადადით 'საფულის' განყოფილებაში (გაცვლის რეჟიმი), აირჩიეთ USDT და დააჭირეთ 'განაღდებას'. შემდეგ გაიმეორეთ წინა ინსტრუქციებში აღწერილი პროცედურა.
თქვენი WhiteBIT ანგარიშიდან ნებისმიერი განაღდება აისახება ისტორიაში (განაღდებების ჩანართი) და თანხები მთავარი ბალანსიდან იხსნება.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელოვან მოცემულობებს!
• განაღდების ფანჯარაში, ყოველთვის გადაამოწმეთ ქსელების სია (შესაბამისად ტოკენის სტანდარტები), რომლებიც მხარდაჭერილია WhiteBIT-ის მიერ, და დარწმუნდით, რომ ქსელი, რომლის მეშვეობითაც უნდა გაანაღდოთ, მიმღები მხარის მიერ არის მხარდაჭერილი. ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თითოეული მონეტის ქსელის ექსპლორერი ტიკერის გვერდით მდებარე ჯაჭვის ხატულაზე დაჭერით.
• დარწმუნდით, რომ შესაბამისი ქსელის სწორი განაღდების მისამართი შეგყავთ.
• არ დაგავიწყდეთ, რომ მიმღებ პლატფორმაზე, ზოგი ვალუტის შენიშვნის დართვა (დანიშნულების იარლიყი) შესაძლოა სავალდებულო იყოს. შენიშვნის ველის სწორად შევსება აუცილებელია თქვენი თანხების წარმატებით გადასარიცხად. თუმცა, თუ მიმღებ პლატფორმაზე შენიშვნა სავალდებულო არაა, შესაბამის ველში, უბრალოდ ჩაწერეთ '12345'.
ყურადღებით იყავით, რადგან ტრანზაქციის შესრულებისას არასწორი ინფორმაციის შეყვანით თქვენი აქტივები შესაძლოა სამუდამოდ დაიკარგოს. ყოველი ტრანზაქციის განხორციელებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ თანხების თქვენი ბალანსიდან გასანაღდებლად შეყვანილი ინფორმაცია სწორია.
განაღდების შესასრულებლად საშუალოდ ერთი წუთიდან ერთ საათამდეა საჭირო. ქსელის გადატვირთულობის შემთხვევაში, შესაძლოა გამონაკლისი შემთხვევები იყოს. თუ განაღდების დროს სირთულეებს წააწყდით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს დახმარების გუნდს (ელ. ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან განაცხადის გაგზავნით) და ჩვენ დამატებით გადავამოწმებთ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს გაგიწევთ.
ქაღალდის ფულის განაღდება
ყოველი კრიპტოვალუტის აქტივის გამოტანა სპოტ ანგარიშის გვერდზე ცალკე ხდება. მონეტის ტიკერის ხაზზე დაინახავთ შესაბამის ღილაკებზე 'დეპოზიტი' და 'განაღდება'.
მოდით თანხის განაღდება ვცადოთ!
მაგალითად, აშშ დოლარის (USD) გასანაღდებლად, მთავარ მენიუში ზედა მხარეს დააჭირეთ 'ბალანსებს' და შემდეგ აირჩიეთ სპოტ. აირჩიეთ ვალუტა ტიკერით 'USD' და დააჭირეთ ღილაკს 'განაღდება'. განაღდების შესასრულებლად საჭირო ფორმაში, გადაამოწმეთ და აირჩიეთ გადახდის სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება განაღდება და შეიყვანეთ თანხა. ყურადღება მიაქციეთ მინიმალურ გასანაღდებელ თანხას და მოსაკრებელს (გასააქტიურებელი ღილაკით შეგიძლიათ აირჩიოთ, მოსაკრებელი თანხას მოაკლდეს, თუ ცალკე დაემატოს). შემდეგ დააჭირეთ 'განაღდების მოთხოვნას'. განაღდების დადასტურება მოგიწევთ ელ. ფოსტისა და 2FA-ს (თუ აღნიშნული ფუნქცია ჩართულია) მეშვეობით. თუ მობილური ტელეფონის აპლიკაციას იყენებთტ, გადადით 'საფულის' განყოფილებაში (გაცვლის რეჟიმი), აირჩიეთ USD და დააჭირეთ 'განაღდებას'. შემდეგ გაიმეორეთ წინა ინსტრუქციაში აღწერილი პროცედურა.
გადახდის სისტემების, მოსაკრებლების და მინიმალური გასანაღდებელი თანხის შემოწმება შეგიძლიათ მოსაკრებლების გვერდზე. მაქსიმალური გასანაღდებელი თანხის ნახვა შესაძლებელია განაღდებისთვის საჭირო ფორმაში. განაღდებისთვის საჭიროა საშუალოდ ერთი წუთიდან ერთ საათამდე. თუ განაღდებასთან დაკავშირებით სირთულეებს წააწყდით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს (ელ. ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან განაცხადის გაგზავნით) და ჩვენ დამატებით გადავამოწმებთ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს გაგიწევთ.
Alternative deposit & withdrawal methods. Unstoppable domains & FIO Protocol
Unstoppable domains
You need to enter the address of the external wallet when withdrawing cryptocurrencies. Thanks to Unstoppable Domains, you can replace your long and cumbersome wallet address with a custom domain. For example, WeRX17TGH1gqRM21h2G3Itf4Ao08Q can be replaced with [YourName].crypto.
Buy an address.domain on the Unstoppable Domains if you want to get such an address with "crypto," "bitcoin," "blockchain," "dao," "nft," "888," "wallet," "x," "klever," “zil,” and “hi” domains, and link your coins and token addresses to it (they can be from different wallets), excluding WhiteBIT exchange addresses.
You can use a personalized address on WhiteBIT only to withdraw the cryptocurrency. Enter the domain name in the field where you type the wallet address for withdrawing cryptocurrency.
If the option to select a domain name does not appear, check if you entered it correctly and whether the domain is linked to the asset you want to withdraw.
FIO protocol
Thanks to the FIO protocol, you can now deposit and withdraw digital assets using a convenient address.
FIO Protocol (FIO) is a decentralized blockchain protocol implemented to facilitate communication between external wallets, decentralized applications (dapps) and exchanges.
A FIO address is a universal identifier or easy-to-read "wallet name." With it you can forget about the public addresses of the blockchain and work with all types of coins.
How to deposit cryptocurrency using a FIO address?
If you don't have one yet, you can register a FIO address on our exchange. To do this, select a cryptocurrency, go to the Deposit page, and click the “FIO Protocol.” There you will be able to link your addresses on WhiteBIT to one identifier.
In the “Your FIO address name” field, create a new address, and in the “Select” field, click "Change" to select the desired cryptocurrencies. When creating an address, you can link up to 10 digital assets. After creating the address, you can link more cryptocurrencies, but no more than 10 at a time.
Press “Save” and then “Register FIO.” In case of successful address creation, you will see a corresponding message in the upper left corner.
You can find your new address in the FIO Blockchain Explorer. Reload the page once the address creation is confirmed. Usually it takes up to 1 minute. The created domain will appear in the “Deposit” window.
In the “FIO address for deposit” request field, specify the wallet domain from which you want to deposit and the amount.
Next, you will see confirmation of the successful creation of the FIO request. Go to your external wallet to confirm your withdrawal request.
Note that registering a FIO domain on our exchange does not waive the requirement to register a FIO address for the wallet used to make the withdrawal!
If you already have a FIO address, when depositing, click “FIO Protocol” and then "Submit FIO request," indicate the identifier of the wallet you want to withdraw funds from, enter the amount, send the request, and confirm it in the external wallet.
How to withdraw cryptocurrencies using the FIO address
Select the desired asset in the list of cryptocurrencies and click "Withdraw." Enter the FIO address in the “Withdrawal address” field. If it is correct, the exchange will show you the address. By clicking on it, it will automatically be substituted in the field. Next, select the amount and click the “Withdrawal request” button. To confirm the withdrawal, indicate the 2FA code (if the function is enabled) and the code received by email.
შენიშვნა / დანიშნულების იარლიყი
ზოგი კრიპტოვალუტის, როგორიცაა Ripple (XRP) და Stellar (XLM), დეპოზიტზე შესატანად და გასანაღდებლად, უნდა დააზუსტოთ შენიშვნა, იგივე დანიშნულების იარლიყი. შენიშვნა / დანიშნულების იარლიყი სპეციალური იდენტიფიკატორია, რომელიც ტრანზაქციებში გამოიყენება.
მსგავსი თანხების დეპოზიტზე შეტანისას WhiteBIT-ის ბირჟაზე უნდა დააზუსტოთ არა მხოლოდ მისამართი (ან ანგარიში), არამედ თქვენი 'დანიშნულების იარლიყიც'. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპოზიტი ბალანსზე არ აისახება.
შენიშვნის მქონე დეპოზიტი ასე გამოიყურება:
მსგავსი თანხების დეპოზიტზე შეტანისას WhiteBIT-ის ბირჟაზე უნდა დააზუსტოთ არა მხოლოდ მისამართი (ან ანგარიში), არამედ თქვენი 'დანიშნულების იარლიყიც'. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპოზიტი ბალანსზე არ აისახება.
შენიშვნის მქონე განაღდება ასე გამოიყურება:
მსგავსი ვალუტების განაღდებისას, თქვენ აგრეთვე უნდა დააზუსტოთ დანიშნულების იარლიყი, რომელიც შეგიძლიათ მიმღებ პლატფორმაზე გაიგოთ. თუმცა, თუ დანიშნულების იარლიყი მიმღებ პლატფორმაზე სავალდებულო არ არის, განაღდებისას, შესაბამის ველში უბრალოდ შეიყვანეთ '12345'.
ქსელის დადასტურებების რაოდენობა
ტრანზაქციის დადასტურების პროცესი საჭიროა იმისთვის, რომ ერთიდაიგივე თანხები მხოლოდ ერთხელ დაიხარჯოს. როგორც კი გამგზავნი თანხას გადარიცხავს, ტრანზაქცია ქსელში შედის, რათა შესრულდეს და ბლოკში დაემატოს. აღნიშნული წარმოადგენს ტრანზაქციის ნაპოვნი ბლოკის სტრუქტურაში დამატებას, რასაც ტრანზაქციის დადასტურება ეწოდება. ერთი ახალი მომდევნო ბლოკი ერთ დადასტურებას უდრის. როგორც კი თქვენი ტრანზაქცია დადასტურებების საჭირო რაოდენობას მიაღწევს, იგი 'წარმატებულ' სტატუსს იღებს და თქვენს ბალანსზე ირიცხება.
დადასტურების პროცესის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა ქსელის დატვირთულობა, სატრანსფერო მოსაკრებლები, თქვენი ინტერნეტის სიჩქარე და ა.შ. ტრანზაქციის დადასტურებისთვის, საშუალოდ 30 წუთიდან რამდენიმე საათამდეა საჭირო. თუმცა, თუ ქსელი გადატვირთულია, ზოგჯერ 2-დან 14 დღემდე შეიძლება დასჭირდეს. გაითვალისწინეთ, რომ თანხის დეპოზიტირებისთვის საჭირო დადასტურებების რაოდენობა განისაზღვრება ყოველი მიმღები პლატფორმის მიერ ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული ვალუტისთვის, მათი კუთვნილი უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით.
WhiteBIT ბირჟამ ჩვენს პლატფორმაზე დეპოზიტზე შეტანისთვის საჭირო დადასტურებების შემდეგი რაოდენობა განსაზღვრა:
ტიკერი | დადასტურებები | ტიკერი | დადასტურებები |
---|---|---|---|
XRP, WIN, XLM, CSC, WRT, MLNK, XRDOGE, EQ, RBT, HBAR, JAM, USDC (XLM), AVAX (XCHAIN), SSLX, IOST, WAXP, XSPECT, STEEM | 1 | BTC | 2 |
USDT (OMNI), NEAR | 3 | CSC | 6 |
ILC | 8 | SON, XMR, RXC, BCH, DASH, XEM, NEO, LTC | 10 |
KALA, XSN, DOGE | 15 | USDT (TRC-20), TRX, BTT, SUN, JST, TNC, LOT, GAME, LID, AXEL, ULT, MED, CUR, FROGE, KLAY, WIN, PLCU, WBT (TRON) | 20 |
ZEC | 22 | ZEN | 25 |
BTCZ | 26 | OVO, CUC, USDG, FLOW | 30 |
1INCH, AAVE, ADX, AGLD, AGRS (ERC-20), AKITA, AKRO, ALICE, AMP, ANKR (ERC-20), ANT, APE, API3, AQN, ARPA, AUDIO, AXS, BADGER, BAL, BAND, BAT, BERRY, BICO, BITCCA, BLXM, BLZ, BNT, BRZ (ERC-20), CCAT, CCOH, CHR, CHZ, CLV, COMP, CRV, CTSI, CVC, CVP, CXRBN, CYCE, DAI, DATA, DBX, DF, DODO, DYDX, EDC, ELAN, ENJ, ENS, ETH, EURT, FET, FIS, FLIX, FOR, FRONT, FUN, GAL, GALA, GLM, GRT, HMETA, HMR, HOGE, HOKK, HZM, IDEX, IMX, INJ, INTX, JASMY, JNB, KLEE, KNC, KOCJ, KOJI, LDO, LINA, LINK | 32 | LPT, LRC, LUFFY, MANA, MASK, MATIC (ERC-20), MIR, MKR, MLN, MTO, NCDT, NEEO, NEXO, NKN, OCEAN, OGN, OMG, OXT, PEOPLE, PHA, POLS, POND, POWR, PXP, PYR, QUA (ERC-20), RAD, RARE, REEF, REN, RLC, RNDR, RSR, SAND, SHIB, SKL, SL, SNT, SNX, STG, STON, STORJ, STPT, SUSHI (ERC-20), TCG2, TOMO (ERC-20), TRB, TRIBE, TUSD (ERC-20), TYC, UMA, UNFI, UNI, USDC (ERC-20), USDT (ERC-20), UTK, VICA, VOLT, WBT (ERC-20), WNXM, WOO, WSD, WTC, XAUT, XRD (ERC-20), YFI, YFII, YGG, ZRX | 32 |
PIVX, HLO, XTZ | 35 | AZU, SFM, SFC, SPE, PSI, STORY, POODL2, USDT (BEP-20), C98, TABOO, SUSHI (BEP-20), ARV, ANKR (BEP-20), EMPIRE, ESHK, DTNG, STEMX | 40 |
ZAMZAM, ALPACA, FUTURE, SRO, TYV, SUPER, MDX, KLC, STRM, IHC, DNT, QUA (BEP-20), GMT, GULF, CAKE, MVEDA, ADA, FOF, BRZ (BSC), ETH (BEP-20), IJZ | 40 | XFC, DOT, KSM, AR | 50 |
ZIL, QTUM | 60 | BLCT, AGRS, CENT, WBT | 65 |
FIL, ATOM | 70 | VRSC | 80 |
WAVES, ASH, ONT | 90 | VCG, ICP, RVN | 100 |
ADK | 140 | ASTR, BITCI, SXP | 150 |
GLMR | 170 | VET, VEED | 210 |
XRD (RADIX) | 250 | AMB, ETC, THETA, KAVA | 300 |
LUNA, UST | 315 | EOS | 330 |
CELO | 350 | ALGO, IOTX | 400 |
SOL, NOOFT, MATIC (POLYGON), VOXEL, GARI | 500 | HDX, ETH (ARBITRUM), ARB | 600 |
XDC, TOMO (TOMO) | 700 | XDEN, EAI | 800 |
ICX | 870 | AVAX, HEC | 970 |
MWC, FTM | 1000 | SONO | 1050 |
OP, ETH (OPTIMISM) | 1400 | CT | 1800 |
ETHW | 2000 | APT | 5000 |
ტრანსფერის სტატუისა და დადასტურებების ამჟამინდელი რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია შესაბამისი ექსპლორერის ტრანზაქციის ჰეშით. აღნიშნულის ნახვა შეგიძლიათ ბალანსის გვერდზე, შესაბამისის ტიკერის გვერდით მდებარე ჯაჭვის ხატულაზე დაჭერით.
სირთულეებს წააწყდით?
თუ დეპოზიტის განთავსების/მიღების ან განაღდების მოთხოვნის შექმნისას რაიმე პრობლემას წააწყდით (მაგალითად არ მიგიღიათ განაღდების დამადასტურებელი წერილი), ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს განაცხადის შექმნით აქ: https://whitebit.com/support ან მოთხოვნის გაგზავნით მისამართზე: support@whitebit.com ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატის მეშვეობით აპლიკაციიდან ან დააჭიროთ ვებ-საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე 'მხარდაჭერის' ღილაკს.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმეირი სიტუაციის მოგვარებაში!
მოსაკრებლები, მინიმალური დეპოზიტები და განაღდებები
მოსაკრებლების, მინიმალური დეპოზიტებისა და განაღდებების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-საიტის მოსაკრებლების გვერდზე:
WhiteBIT ტოკენის (WBT)
WhiteBIT ტოკენის უპირატესობები (WBT)
WBT შექმნილია, როგორც სრული ინფრასტრუქტურული პროდუქტი, რომელიც აერთიანებს WhiteBIT გაცვლის ეკოსისტემას და მასთან დაკავშირებულ პროექტებს.
ტოკენის მფლობელები იღებენ შემდეგ სარგებელს Owning (ფლობა) ან Holding (ჰოლდინგი) დონის მიხედვით:
გაზრდილი რეფერალის განაკვეთი: რეფერენტები იღებენ რეფერალური გადასახადის გაზრდილ წილს.
სავაჭრო საკომისიოების შემცირება: ტოკენის მფლობელებს აქვთ ახალი სავაჭრო საკომისიოს სტრუქტურა.
ბლოკჩეინის საკომისიოების მოხსნა: მომხმარებლები იღებენ გარკვეული რაოდენობის უფასო ERC20 და ETH ტოკენის განაღდებას დღეში, რაც დამოკიდებულია WBT Holding-ში (ჰოლდინგი).
უფასო AML შემოწმებები: მომხმარებლები იღებენ გარკვეული რაოდენობის უფასო AML შემოწმებებს, რაც დამოკიდებულია ტოკენების რაოდენობაზე.
ჩვენ ვიყენებთ ზოგიერთ ტოკენს, როგორც მთლიანი ბირჟის განვითარებისა და სტაბილურობის საფუძველს, მათი დახმარებით ვაფინანსებთ სხვადასხვა ფონდებს.
დამატებით, ERC20, TRC20 ტოკენის კონტრაქტები, escrow და vesting ჭკვიანი კონტრაქტები წარმატებით იქნა აუდირებული Hacken-ის მიერ.
სხვა WBT უპირატესობები და აქტივობები შემოთავაზებული იქნება მომავალში.
რა არის Holding (ჰოლდინგი), და როგორ მუშობს ის?
WhiteBIT გაცვლის მომხმარებლებს WBT-ით სარგებლობის ორი გზა აქვთ:
- ტოკენების შენახვა მთავარ ბალანსზე (Owning);
- ტოკენების დაბლოკვა Holding-ში (ჰოლდინგი).
Holding-ის (ჰოლდინგი) არჩევით მომხმარებელი ბლოკავს თავის ტოკენებს და ვერ განახორციელებს მათთან რაიმე ტრანზაქციას. Holding-იდან (ჰოლდინგი) WBT-ის გამოტანის 2 გზა არსებობს:
- მყისიერი გატანა 10%-იანი საკომისიოთი;
- გატანა საკომისიოს გარეშე 14 დღის განმავლობაში.
ტოკენები, რომლებიც Holding-იდან (ჰოლდინგი) გატანის პროცესშია, არ ითვლება Holding-ში (ჰოლდინგი), მაგრამ ჩაითვლება ტოკენებად Owning-ში (ქონა) და დაემატება ძირითად ბალანსს, როდესაც გამოტანა დასრულდება..
თუმცა, ტოკენები Holding-ში (ჰოლდინგი) კვლავ განიხილება, როგორც ტოკენები Owning-ში (ქონა). Holding-ში (ჰოლდინგი) WBT-ის მქონე მომხმარებლები შეძლებენ ყველა უპირატესობის მიღებას.
Owning-ში (ქონა) არსებული ტოკენების უპირატესობები:
WBT Holding უზრუნველყოფს WhiteBIT მომხმარებლებს შემდეგი უპირატესობებით:
- გაზრდილი რეფერალის განაკვეთი. მომხმარებლებმა, რომლებმაც გადაიტანეს WBT Holding-ში (ჰოლდინგი), იღებენ რეფერალური საკომისიოს უფრო დიდ წილს.
- ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 100%-იანი ფასდაკლებით მეიქერის საკომისიოზე. ფასდაკლება იმოქმედებს მანამ, სანამ Holding-ში (ჰოლდინგი( იქნება საკმარისი WBT.
- ბლოკჩეინის საკომისოების წაშლა. Holding-ში (ჰოლდინგი) ტოკენების რაოდენობიდან გამომდინარე, მფლობელებს უფლება აქვთ დღეში ERC20 და ETH აქტივების გარკვეული რაოდენობა უფასოდ გაიტანონ.
- უფასო AML შემოწმებები. მფლობელებს უფლება აქვთ განახორციელონ ყოველდღიური უფასო AML ჩეკები.
ტოკენების Holding-ში (ჰოლდინგი) დაბლოკვის უპირატესობები:
როგორ გადავიტანოთ სახსრები Holding-ში (ჰოლდინგი)?
თანხების Holding-ში (ჰოლდინგი) გადასატანად, თქვენ უნდა:
გადახვიდეთ WBT Boost გვერდზე. ეს ფანჯარა ასახავს ინფორმაციას WBT ტოკენის ბალანსის შესახებ.
WBT ბალანსის ინდიკატორის მარჯვნივ განთავსდება ღილაკი ""გადატანა შეჩერებაზე"".
დარწმუნდით, რომ თანხები მთავარ ბალანსზეა.
დააჭირეთ ღილაკს, მიუთითეთ თანხა გახსნილ ფანჯარაში და დაადასტურეთ მოქმედება.
ცვლილებები აისახება რამდენიმე წუთის განმავლობაში.
შემიძლია ჩემი სახსრების გამოტანა Holding-დან (ჰოლდინგი)?
დიახ. ამისთვის 2 გზა არსებობს:
- მყისიერად, თუმცა საკომისიო იქნება გამოსატანი თანხის 10%;
- 14 დღის განმავლობაში, ასეთი გამოტანებზე საკომისიო არ ვრცელდება.
გაითვალისწინეთ, რომ ტოკენების, რომლებიც გამოტანილი არის Holding-დან (ჰოლდინგი), ჩაითვლება როგორც Owning-ში (ქონა) არსებული ტოკენები და არა Holding-ში (Holding).
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
ტოკენები, რომლებიც Holding-დან (ჰოლდინგი) გამოტანის პროცესში არიან, არ ითვლება Holding-ად (ჰოლდინგი), არამედ ჩაითვლებიან Owning-ში (ქონა) არსებულ ტოკენებად და დაემატება ძირითად ბალანსს, როდესაც გატანა დასრულდება.
თუ საკომისიოებზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი, მხედველობაში მიიღება ყველაზე ხელსაყრელი ფაქტორი.
სავაჭრო საკომისიოს ფასდაკლება Owning/Holding-ში ვრცელდება ექსკლუზიურად სტანდარტულ სავაჭრო საკომისიოზე (0.1%).
საკომისიო არ უნდა იყოს 0%-ზე ნაკლები.
სხვა აქციებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს შვილობილი პროგრამის პირობებზე.
WhiteBIT იტოვებს უფლებას შეცვალოს WBT Holding-ის (ჰოლდინგი) პოლიტიკა ნებისმიერ დროს.
WBT-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, დააკლიკეთ აქ.
WBT განბლოკვა
კერძო გაყიდვა. ტოკენების ნაწილი, 54 მილიონი WBT ოდენობით, გაიყიდა კერძო გაყიდვაში, კურსით - 1,62 დოლარი 1 WBT-ზე. ეს ტოკენები დაიბლოკება 3 თვით, რის შემდეგაც მათი 20% განიბლოკება ყოველთვიურად 5 თვის განმავლობაში.
კერძო გაყიდვის ტოკენების საწყისი რაოდენობა (50-75 მილიონი) შემოიფარგლებოდა 54 მილიონი WBT-ით, რათა შემცირებულიყო განბლოკილი ტოკენების რაოდენობა მომდევნო რაუნდებში.
კერძო გაყიდვაში გაყიდული ტოკენების რაოდენობის გარდა, 1 მილიონი WBT დაემატა WhiteBIT Launchpad-ს, როგორც IEO-ს ნაწილი. ეს ტოკენები არ დაიბლოკება..
ამრიგად, სექტემბრის განმავლობაში მიმოქცევაში არსებული ტოკენების მაქსიმალური საერთო რაოდენობა იქნება 121 მილიონი WBT, ხოლო 175 მილიონი WBT მომდევნო 8 თვის განმავლობაში.
25 მილიონი WBT გაიგზავნა წვის მისამართზე 0x00000000000000000000000000000000000000000001, ისინი აღარ მიიღებიან მიმოქცევაში არსებული რაოდენობის სათვალავში: https://etherscan.io/tx/0x451fa272bb289e88e87f56c036160a8c126f1e1b77bbc0f61d87fd5ef4c196be
განბლოკვის პროცედურა. დარჩენილი 200 მილიონი ტოკენი გადანაწილდება სპეციალურ ფონდებში, როგორც WBT, ასევე მთლიანად WhiteBIT პროექტის განვითარებისთვის. ისინი განბლოკილი იქნებიან 3 წლის განმავლობაში, დაწყებული კერძო გაყიდვის ტოკენების განბლოკვის ბოლო რაუნდით. ზუსტი თარიღები დადგინდება ჭკვიანი კონტრაქტის გავრცელების შემდეგ და ჩართული იქნება ამ დოკუმენტის მომავალ ვერსიებში.
გუნდისა და პროექტის ტოკენები განბლოკილი იქნება ფინალურ რაუნდში. ამრიგად, პირველი სამი რაუნდის მოცულობა იქნება სახაზინო ტოკენების დაახლოებით 60%, ხოლო ფინალურ რაუნდში - დაახლოებით 40%. ფონდებისთვის გამოყოფილი ტოკენები გამოყენებული იქნება ფონდის მიზნების შესაბამისად.
როგორ ვიყიდოთ WBT?
WBT-ის შესაძენად საკმარისია დარეგისტრირდეთ WhiteBIT-ზე და გაიაროთ ვერიფიკაცია.
ამ დროისთვის WBT-ის ყიდვა შესაძლებელია BTC, USDT და UAH-ის სანაცვლოდ.
თქვენი ბალანსის BTC, USDT ან UAH-ით შევსების რამდენიმე გზა არსებობს:
• შეავსეთ ბალანსი BTC ან USDT - ში სხვა ბირჟიდან ან საფულიდან;
• გამოიყენეთ "კრიპტოს ყიდვის" ფუნქციია ბალანსების გვერძზე (ამ გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ კრიპტო, საბანკო ბარათის გამოყენებით).
• განათავსეთ ორდერი BTC, USDT ან UAH - ის შესაძენად, თუ თქვენს ბალანსზე, გაქვთ ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტა/ეროვნული ვალუტა.
• შეავსეთ ბალანსი UAH - ში, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი გადასახადი სისტემის გამოყენებით.
მის შემდეგ, რაც ბალანსზე გექნებათ BTC, USDT ან UAH, გამოიყენეთ თქვენთვის საჭირო WBT/BTC, WBT/USDT ან WBT/UAH - ის წყვილი და განათავსეთ ორდერი WBT-ის შესაძენად. დამატებითი ინფორმაცია ორდერების ტიპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მშვენიერია! ახლა თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ WBT ჰოლდინგში და ისარგებლეთ ტოკენის ყველა უპირატესობით!
სადემონსტრაციო ტოკენი
სადემონსტრაციო ტოკენი და მისი უპირატესობები
WhiteBIT-ის სადემონსტრაციო ტოკენი საჩვენებელი ვირტუალური ტოკენია.
რისთვის გამოიყენება სადემონსტრაციო ტოკენი?
• WhiteBIT-ის ფინანსურ ინსტრუმენტების, რომლებითაც ვაჭრობა მოგიწევთ, გაცნობისთვის. შეგძლიათ გამოსცადოთ ყოველი მათგანი და გაარკვიოთ, როგორ მუშაობს.
• ტექნიკური უნარების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის არ გექნებათ იმის დრო, რომ ნამდვილი ვაჭრობისას დიდხანს იფიქროთ და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
• თქვენი სავაჭრო სტრატეგიის შესამოწმებლად. ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ იმუშავებს თქვენი სავაჭრო სტრატეგია, მისი უპირატესობები და სისუსტეები და გააუმჯობესოთ.
სადემონსტრაციო ტოკენის უპირატესობები:
• მისი მიღება ძალიან მარტივია.
• მისი შეძენა აუცილებელი არაა, ის უფასოა.
• WhiteBIT სავაჭრო ბირჟის ფუნქციურობის მაქსიმალურად გაცნობა (მათ შორის ლიმიტი, ბაზარი, ლიმიტის შეჩერება, ბაზრის შეჩერება).
• შეგიძლიათ დახვეწოთ ვაჭრობის უნარები, შეისწავლოთ ბაზრის ფუნქციები და ხელსაწყოები, განავითაროთ ვაჭრობის სტრატეგია კომფორტულ პირობებში და რისკების გარეშე.
• მისი გადარიცხვა WhiteBIT-ის კოდების მეშვეობით სხვა მომხმარებლებთანაც შეგიძლიათ, სწრაფად და მოსაკრებლის გადახდის გარეშე.
• არ გააჩნია მოქმედების ვადა.
• არ რისკავთ ნამდვილ ფულს.
როგორ მივიღო სადემონსტრაციო ტოკენი?
თუ ბაზარზე ახალი ხართ და აქამდე კრიპტოვალუტით არასდროს გივაჭრიათ, დაიწყეთ სადემონსტრაციო ტოკენით. მისი გამოყენება იდეალურია WhiteBIT სავაჭრო ბირჟისა და მისი ფუნქციურობის გასაცნობად.
მის გასააქტიურებლად წუთზე ნაკლებია საჭირო. მოდით დავიწყოთ!
- გადადით კოდების გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს 'სადემონსტრაციო ტოკენის მიღება'.
- იხილავთ პანელს DBTC-ისა და DUSDT-ის სადემონსტრაციო ტოკენის კოდებით (Bitcoin-ის და Tether-ის სადემონსტრაციო ვერსიები, შესაბამისად) და მათი გააქტიურების მოკლე სახელმძღვანელოს. დააკოპირეთ რომელიმე კოდი და დახურეთ პანელი.
- ამის შემდეგ იმავე მენიუში დააჭირეთ ღილაკს 'კოდის გააქტიურება'. თქვენი სადემონსტრაციო ტოკენის აქტივაციის ველი გამოჩნდება.
- ჩასვით დაკოპირებული კოდი ველში დააჭირეთ აქტივაციას (კოდი არ არის დაცული პაროლით) და გაიარეთ CAPTCHA. მორჩა!
თქვენს მთავარ ბალანსზე სადემონსტრაციო ტოკენი გექნებათ და აქტივაციის კოდი ისტორიაში გამოჩნდება. გაიმეორეთ პროცესი მეორე სადემონსტრაციო ტოკენისთვის. აღნიშნულის შედეგად ბალანსზე გექნებათ 0,5 DBTC და 1000 DUSDT. არ დაგავიწყდეთ, რომ ვაჭრობის დასაწყებად თანხები მთავარი ბალანსიდან სავაჭრო ბალანსზე უნდა გადაიტანოთ.
ამის შემდგ გადადით ვაჭრობის გვერდზე, რათა გაეცნოთ შეკვეთებს, ცხრილს და ხელსაწყოებს. გახსოვდეთ, რომ DBTC და DUSDT სადემონსტრაციო ტოკენებია და ბირჟისა და მისი ფუნქციებს სწავლას ემსახურება; მათი გადაცვლა ნამდვილ კრიპტოვალუტაზე ან ქაღალდის ფულზე შეუძლებელია.
თუ გაქვთ კითხვები ან წააწყდით სირთულეებს, დაგვიკავშირდით ონლაინური ჩატის მეშვეობით ან მისამართზე support@whitebit.com
სამარჟო ვაჭრობა
რა არის სამარჟო ვაჭრობა
რა არის სამარჟო ვაჭრობა მარჟინალური ვაჭრობა აქტივების ყიდვისა და გაყიდვის პროცესია, რომელიც მომხმარებლებს ნასესხები თანხების მეშვეობით მეტი მოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ვაჭრობის დასაწყებად, მომხმარებელმა მისი თანხები სამარჟო ბალანსზე უნდა გადარიცხოს. შემდეგ შესაძლებელი იქნება ვაჭრობა კრედიტის გამოყენებით, რომლის თანხაც სამარჟო თანხებს 5-ჯერ აღემატება. სპოტ (ტრადიციულ) ბაზრებზე, შეკვეთის მაქსიმალური შესაძლო თანხა მომხმარებლის ბალანსის ტოლია. სამარჟო ვაჭრობის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ ისეთი თანხებით, რომლებიც გაცილებით აღემატება მათ არსებულ ბალანსს.
მაგალითად: მომხმარებელს ბალანსზე აქვს 1 BTC. 5x კრედიტით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ 5 BTC-ით ივაჭრონ, რაც 5-ჯერ მეტ მოგებას დატოვებს წარმატების შემთხვევაში.
კრედიტირება ხერხია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება შეამციროს საჭირო თანხები 1:1-ზე ვაჭრობიდან 1:k-მდე სავაჭროდ, რომელიც k კრედიტია.
მაგალითად: მომხმარებელს ბალანსზე აქვს 1 BTC. 1:10 კრედიტით შეუძლია 10 BTC-ით ივაჭროს. წარმატების შემთხვევაში ეს გაათმაგებულ მოგებას ნიშნავს.
მარჟა არის სასესხები თანხების რაოდენობა, რომლებიც საჭიროა სამარჟო პოზიციის გასახსნელად. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ივაჭრონ უფრო დიდი თანხებით, თუმცა შეიტანონ ნაკლები.
მაგალითად: მომხმარებელს სამარჟო ბალანსზე აქვს 1 BTC. 0,5 BTC ღირებულების სამარჟო პოზიციის გასახსნელად, რომელსაც 5x კრედიტი ექნება, მათ უნდა წარმოადგინონ მარჟის 0.1 BTC სამარჟო ბალანსიდან.
მარჟის ვაჭრობის (Margin trading) გადასახადი
თქვენ უნდა გადაიხადოთ 0.078% დღიური საკომისიო გადასახადი ნასესხებ ფონდებზე.
კომპანია WhiteBIT-მა განაახლა საკუთარი ალგორითმი ნასესხები ფონდებისათვის. საკომისიო ჩაითვლება გადასახდელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განთავსებული შეკვეთა აღსრულდება.
რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ გადასახადის გადახდა თუკი გამოიყენებთ limit order-ს და ის საერთოდ არ აღსრულდება.
შესაბამისად, მარჟის ვაჭრობა შემოსავლიანია.
რა არის პოზიციები და რით განსხვავდება?
პოზიცია არის სამარჟო ვაჭრობაა, რომლის მიზანია მოგების მიღება კურსის ცვლილებებისგან. ორის სახის პოზიცია არსებობს:
Long (ყიდვა) არის პოზიცია სამარჟო ვაჭრობაში, რომელიც იხსნება ნასესხები თანხებით ყიდვის შეკვეთით და მიზნად ისახავს მოგების მიღებას კურსის გაზრდით.
მაგალითად: მომხმარებელს ბალანსზე აქვს 10 000 USDT. 1 BTC-ს ფასი არის 10 000 USDT. 5x კრედიტის მქონე ლონგ პოზიციის გასახსნელად, მომხმარებელს შეუძლია იყიდოს 5 BTC და დახუროს პოზიცია, როცა 1 BTC-ს ფასი აიწევს 11 000 USDT-მდე. ამ შემთხვევაში, მოგება 5000 USDT იქნება.
Short (გაყიდვა) არის პოზიცია სამარჟო ვაჭრობაში, რომელიც იხსნება ნასესხები თანხებით ყიდვის შეკვეთით და მიზნად ისახავს მოგების მიღებას კურსის ვარდნით.
მაგალითად: მომხმარებელს ბალანსზე აქვს 1 BTC. 1 BTC-ს ფასი არის 10 000 USDT. 5x კრედიტის მქონე შორტ პოზიციის გასახსნელად, მომხმარებელს შეუძლია გაიყიდოს 5 BTC და დახუროს პოზიცია, როცა 1 BTC-ს ფასი დაიწევს 9000 USDT-მდე. ამ შემთხვევაში, მოგება 5000 USDT იქნება.
მოგება და ზარალი (P&L) ღია პოზიციის ცვლილებაა მიმდინარე ფასთან შედარებით. P&L-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს, რამდენად მომგებიანია პოზიცია გარკვეულ მომენტში. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაანალიზოს და მიიღოს გადაწყვეტილებები ღია პოზიციასთან დაკავშირებით.
მაგალითი:
გახსნილია ლონგ პოზიცია.
გახსნის ფასი: 10 000 USDT
რაოდენობა: 5 BTC
კრედიტი: 5x
ამჟამინდელი ფასი: 11 000 USDT
P&L ამ მომენტისთვის იქნება 5000 USDT ან 10%.
რა არის სამარჟო განაცხადი? რა არის ლიკვიდაცია?
სამარჟო განაცხადი არის მომხმარებლის შეტყობინება იმის შესახებ, რომ პოზიცია წამგებიანია და შესაძლოა მალე ლიკვიდირებული იყოს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიმდინარე ბაზრის მდგომარეობას შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთით უპასუხონ:
• შეინარჩუნონ პოზიცია და გაზარდონ იგი სამარჟო ბალანსის შევსებით;
• სრულად დახურონ პოზიცია.
როგორ გავიგოთ, როდის მიიღებს მომხმარებელი სამარჟო განაცხადს? მაგალითად: მომხმარებელს აქვს 2000 USDT ბალანსზე და ღია ლონგ პოზიცია 1 BTC-სთვის 10 000 USDT-ს ღირებულებით 5x კრედიტით. 20% (დაბანდებული თანხების ოდენობა) არის 2000 USDT. როდესაც ეს თანხა მთლიანი პოზიციის თანხის 15%-მდე (ამ შემთხვევაში, 1 500 USDT-მდე) შემცირდება, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივი დანაკარგები იქნება 2000 - 1500 = 500 USDT, მომხმარებელი სამარჟო განაცხადს მიიღებს.
ლიკვიდაცია არის პოზიციის ავტომატური დახურვა მიმდინარე საბაზრო ფასში და ნასესხები სახსრების დაბრუნება, რომელიც გამოყენებულ იქნა მის გასახსნელად.
მაგალითად: მომხმარებელს აქვს 2000 USDT ბალანსზე და ღია ლონგ პოზიცია 1 BTC-სთვის 10 000 USDT-ს ღირებულებით 5x კრედიტით. 20% (დაბანდებული თანხების ოდენობა) არის 2000 USDT. როდესაც ეს თანხა მთლიანი პოზიციის თანხის 10%-მდე (ამ შემთხვევაში, 1000 USDT-მდე) შემცირდება, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივი დანაკარგები იქნება 2000 - 1000 = 1000 USDT, პოზიცია ავტომატურად დაიხურება.
Why don’t I receive e-mails from WhiteBIT?
The e-mails may have ended up in the Spam folder, so check this section of your e-mail account. You may also have previously unsubscribed from our mailing.
If the e-mails from WhiteBIT are in “Spam”:
- tick all e-mails from WhiteBIT;
- mark the e-mails as “Not spam” and “Important";
- to make sure you continue receiving e-mails from us, add the following addresses to your contacts and safe senders list:
system@whitebit.com to receive technical information about your account activity;
news@whitebit.promo to receive relevant exchange updates;
support@whitebit.com to contact the technical support of the exchange.
If you have any additional questions, please contact our support team via the online chat on the exchange (the "Support" button in the lower right corner) or e-mail us at support@whitebit.com.
WhiteBIT ფიუჩერსი
რა არის უვადო ფიუჩერსული კონტრაქტები?
უვადო ფიუჩერსული კონტრაქტები არის ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელსაც არ აქვს ფიქსირებული შესრულების ვადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღია პოზიციის დატოვება იმდენ ხანს შეგიძლიათ, რამდენსაც ისურვებთ. დამატებით, არსებობს მექანიზმი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ფიუჩერსული ბაზრის ფასი სპოტ ბაზართან რაც შეიძლება მიახლოებული იყოს, კლასიკური ფიუჩერსული კონტრაქტებისგან განსხვავებით.
როგორ მუშაობს ფიუჩერსული კონტრაქტები?
უვადო ფიუჩერსული კონტრაქტები ჩვენი არსებული სამარჟო ვაჭრობის მექანიკასთან მაქსიმალურად მიახლოებულია:
• მომხმარებელს შეუძლია გახსნას გრძელი და მოკლე პოზიციები;
• მომხმარებელი იყენებს კრედიტს.
ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მომხმარებლები ნასესხები თანხებისთვის უხდიან არა ბირჟას, არამედ ერთმანეთს. ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, არსებული ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე. დაგროვება ყველა აქტიური პოზიციისთვის ყოველ 8 საათში ერთხელ ხდება, ვაჭრობის გვერდზე და დაგროვებამდე დარჩენილი დროის მაჩვენებელი ყოველთვის ჩანს.
რა სარგებელს ვიღებ ფიუჩერსული ვაჭრობისგან?
დაბალი მოსაკრებლები
ჩვენს პლატფორმას ფიქსირებული მოსაკრებლები გააჩნია ფიუჩერსული ვაჭრობისთვის, რომელიც სპოტ ბაზარზე ბევრად დაბალია.
მაღალი პოტენციური შემოსავლები
ფიუჩერსული ვაჭრობისას შესაძლებელია კრედიტის გამოყენება, ჩვენს ბირჟაზე 20x კრედიტის გამოყენებაა შესაძლებელი. აღნიშნული საშუალებას გაძლევთ აქტივები მოიპოვოთ მისთვის ნაწილობრივი გადახდით.
რისკის მართვა
ფიუჩერსული კონტრაქტები დიდებული გზაა თქვენი სავაჭრო პორტფელის დასაზღვევად.
მაგალითად, შეიძინეთ 5000$-ის აქტივი, მისი ღირებულების ზრდის მოლოდინით. და შეგიძლიათ გახსნათ 500$-ის ღირებულების მოკლე პოზიცია, x10 კრედიტით მისი ჰეჯირების მიზნით. ფიუჩერსზე 500$-ს რისკავთ, თუ არ დახურავთ პოზიციას ადრე, მაგრამ თუ ფასი დავარდება, მოგებას ნახავთ და პორტფელის გაუფასურებისგან დაცული იქნებით. და თუ ბაზარი ორივე მხარეს გადაიხრება, მის ყოველ მოძრაობაზე მოგებას ნახავთ.
ვაჭრობის მოქნილი სტრატეგიები
ფულის გაკეთება ბაზრის ვარდნისასაც შეგიძლიათ თქვენი პორტფელის პატარა თანხებზე ჰეჯირებით და კრედიტით, ფასების პატარა ცვლილებებზე.
შეკვეთები
ბაზარი და შეზღუდვის შეკვეთა
ბაზრის შეკვეთა საშუალებას გაძლევთ იყიდოთ და გაყიდოთ აქტივები დაუყოვნებლივ არსებული საბაზრო ფასით. მისი უპირატესობა მყისიერი დასრულებაა და მისი უარყოფითი მხარე ის არის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ ზუსტი ფასი, რომლითაც ეს შეკვეთა შესრულდება.
შეზღუდვის შეკვეთა საშუალებას გაძლევთ იყიდოთ ან გაყიდოთ აქტივები ფიქსირებულ ფასად. აღნიშნულის გამო, იგი შესრულდება არა მყისიერად, არამედ, როდესაც გამოჩნდება საპასუხო შეკვეთა (ან შეკვეთები) თქვენ მიერ დადგენილ ფასად თანხების შესაძენად ან გასაყიდად. გარდა ამისა, შეკვეთაში მითითებული ფასი მოაკლდება თქვენს სავაჭრო ბალანსს და მისი დარეზერვება შეკვეთაში მოხდება.
შეჩერების შეკვეთები
Stop market შეკვეთა სრულება, როცა საბაზრო ფასი თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფასს მიაღწევს (გაჩერების ფასს). აღნიშნული სახის შეკვეთა ხშირად გამოიყენება ბაზრის არასტაბილურობის კონტექსტში ზარალის თავიდან ასაცილებლად.
Stop limit შეკვეთას გააჩნია როგორც გაჩერების, ასევე ლიმიტის ფასები. როდესაც აღნიშნულ წყვილში მითითებული საბაზრო ფასი მიიღწევა, შეკვეთა გააქტიურდება და სრულდება საბაზისო ლიმიტის შეკვეთის სახით.
OCO order
OCO (One Cancels The Other) allows you to place a combination of two orders at the same time. It combines the limit order with a stop-limit, on condition that only one of them will be executed.
The feature of this order is that as soon as one of the orders is partially or completely executed, the second order is automatically canceled. Please note that the cancellation of one order will cause the cancellation of the other.
While trading on our exchange, you can use OCO orders to automate trades and manage risk.
Advantages of OCO order.
An OCO order is a simple but powerful tool that helps users trade in a safer and more flexible manner.
It allows you to place two orders at the same time, which can be useful for fixing profits and minimizing potential losses.
Before using OCO orders, we recommend that you familiarize yourself thoroughly with how limit and stop-limit orders work.
როგორ შევქმნათ შეკვეთა?
გადადით საბაზისო სავაჭრო გვერდზე და აირჩიეთ სასურველი სავაჭრო წყვილი 'ბაზრის' ფანჯარაში.
გრაფიკის ქვემოთ ნახავთ კრიპტოვალუტის ყიდვის/გაყიდვის ფორმებს:
აირჩიეთ საჭირო შეკვეთა შემოთავაზებულთა შორის: ლიმიტი, მარკეტი, შეჩერების ლიმიტი, ბაზრის შეჩერება. ამის შემდეგ შეიყვანეთ საჭირო მონაცემები: ფასი, მონეტების / ტოკენების რაოდენობა და შეჩერების ფასი). ლიმიტის შეკვეთებში თანხის ველის შევსების შემდეგ ველის მთლიანი ღირებულება ავტომატურად გამოითვლება და პირიქით.
დააჭირეთ ღილაკს ყიდვა / გაყიდვა.
გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის განსანთავსებლად სახსრები უნდა გქონდეთ სავაჭრო ბალანსზე.
მორჩა! შეკვეთის ტიპიდან გამომდინარე, ის გამოჩნდება ბაზრის 'სიღრმეში' დაუყოვნებლივ ან როცა დაკმაყოფილდება თქვენ მიერ განსაზღვრული გარკვეული პირობები.
შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მის შესრულებას ან გააუქმოთ იგი ქვემოთ იმავე გვერდზე ან აქტიური შეკვეთების გვერდზე.
შემიძლია შეკვეთის გაუქმება?
დიახ, შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ, თუ ჯერ არ შესრულებულა.
შეკვეთის გასაუქმებლად, გადადით აქტიურის შეკვეთების გვერდზე, ვებ-საიტის მთავარი ზედა მენიუს მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი შეკვეთა უკვე შესრულებულია, ეს ნიშნავს, რომ სხვა მომხმარებელთან ვაჭრობა დაასრულეთ, შესაბამისად მისი გაუქმება შეუძლებელია.
შეკვეთის გაუქმება არ შემიძლია / თანხები არ ჩაირიცხა ანგარიშზე
სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს დახმარების გუნდს ონლაინ ჩატის საშუალებით ჩვენს ვებ-საიტზე, შექმნათ განცხადება ან მოგვაწეროთ ელ. ფოსტაზე support@whitebit.com და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით! თუ თქვენს საკითხს თან სქრინს დაურთავთ, თქვენს სიტუაციაში უკეთესად გარკვევაში დაგვეხმარება.
სად შემიძლია ჩემი შეკვეთების ისტორიის ნახვა?
თქვენი ვაჭრობის ისტორიის ნახვა შეგიძლიათ ამ გვერდზე 'შეკვეთები' — ისტორია:
100 მონეტის ყიდვის შეკვეთა მივეცი, მხოლოდ 20 დამერიცხა. რატომ?
შეკვეთის ნაწილობრივი შესრულება ხდება მაშინ, როდესაც ამ ფასში საპასუხო შეკვეთა განთავსებულია აქტივების უფრო მცირე ოდენობაზე.
გთხოვთ, დაელოდოთ, სანამ თქვენი ფასის შესაბამისი სხვა შეკვეთა ან შეკვეთები გამოჩნდება და ის სრულად შესრულდება.
შეკვეთა განვათავსე, მაგრამ, რატომღაც, ის არ მიიღება, თუმცა ვხედავ, რომ იაფი ყიდვის შეკვეთები უკვე დამუშავებულია. რატომ?
ყველა შეკვეთას ასრულებენ მხოლოდ ბირჟის მომხმარებლები.
ჩვენი პლატფორმის ადმინისტრაცია არ იღებს მონაწილეობას, არ აკონტროლებს და არ ერევა ბირჟაზე ვაჭრობაში. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, შეგიძლიათ გახსნილი შეკვეთა გააუქმოთ და ხელახლა განათავსოთ უფრო კონკურენტულ ფასად.
სად შემიძლია 'ყიდვის შეკვეთების' ნახვა?
ყიდვის შეკვეთები გამოჩნდება მთავარ გვერდზე ან ვაჭრობის განყოფილებაში.
Post only
Added a toggle for placing limit orders - post-only.
When placing a limit order, you can set the toggle Post-only. With this toggle it is guaranteed that when executed, the order will work as a maker or will be cancelled by the system.
This toggle will be useful for those who have more favorable terms on maker fees and want to guarantee execution of an order with the maker role during trading on the market.
As a reminder, favorable terms for makers can be obtained with WBT holding. You can read more here: https://whitebit.com/wbt.
Decimal ტოკენი (DECL)
რატომ DECL?
ჩვეულებრივ, ცენტრალიზებული ბირჟები მხარს უჭერენ მეათედების შეზღუდულ რაოდენობას ვაჭრობისთვის და დიდი ძალისხმევაა საჭირო ამ პარამეტრის შესაცვლელად. WhiteBIT მხარს უჭერს მაქსიმუმ 8 მათედს აქტივების ფასებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დაბალი ფასი, რომლითაც შესაძლებელია აქტივით ვაჭრობა, არის 0,00000001 USDT.
მეათაედამდე შეზღუდვამ განაპირობა 0,00000001 USDT-ზე ნაკლები ღირებულების ტოკენებით ბირჟაზე ვაჭრობის ტექნიკურად შეუძლებელობა. უამრავი შეტყობინება მივიღეთ ტოკენების საზოგადოებებისგან, რომელთაც WhiteBIT-ზე აქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობის მიღება სურდათ. ჩვენმა გუნდმა შექმნა მარტივი, თუმცა ეფექტური გამოსავალი - Decimal ტოკენი.
Decimal ტოკენი (DECL)
Decimal ტოკენი (DECL) სრულიად ახალი შუამავალი აქტივია, რომლის მიზანია 0,00000001 USDT-ზე ნაკლები ღირებულების აქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობის შექმნა. იგი (ამჟამად) წარმოადგენს ექსკლუზიურ არაჩეინ შიდა ტოკენს, რომელსაც 0,0001 USDT-ს სტაბილური ღირებულება აქვს. აღნიშნული ფასის სტაბილურობა გარანტირებულია WhiteBIT-ის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთების წიგნის ლიკვიდურობას.
სავაჭრო წყვილის გახსნა DECL-ით USDT-ს ექვივალენტში ნებისმეირი აქტივით12 მეათედით ვაჭრობის საშუალებას იძლევა. იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის DECL-ის ყიდვა-გაყიდვა შეუფერხებელი იყოს, DECL/USDT სავაჭრო წყვილისთვის ვაჭრობის მოსაკრებელი მუდმივად 0% გავხადეთ. შესაბამისად, ყველას შეუძლია ივაჭროს DECL-ით, ძალიან მარტივად, დამატებითი ხარჯების გარეშე.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად DECL-ის დეპოზიტად შეტანა ან განაღდება შეუძლებელია, რადგან ის შიდა off-chain აქტივია.
როგორ გამოვიყენოთ DECL?
0,00000001 USDT-ზე ნაკლები ღირებულების მქონე მონეტებთან Decimal ტოკენით ვაჭრობისთვის, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
• იყიდეთ ან დაადეპოზიტეთ USDT WhiteBIT-ზე.
• ივაჭრეთ USDT/DECL წყვილში DECL-ის მისაღებად (სავაჭრო მოსაკრებელი 0%).
• ივაჭრეთ აქტივით DECL-თან წყვილში.
ანალოგიურად, შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი აქტივი DECL-ის სანაცვლოდ და შემდეგ გამოიყენოთ DECL/USDT წყვილი USDT-ის მისაღებად. მორჩა! დაიწყეთ DECL-თ ვაჭრობა ახლავე!
გაცვლა
როგორ მუშაობს გაცვლა?
'ვაჭრობის' განყოფილებაში გადადით გაცვლის გვერდზე და აირჩიეთ წყვილი, რომელშიც ვალუტის გაცვლა გსურთ:
მონეტის/ტოკენის მოძებნა შეგიძლიათ ტიკერით და აირჩიეთ ხელმისაწვდომი სიიდან.
როგორც კი გაცვლისთვის სასურველ თანხას შეიყვანთ ველში გავცემ, ვიღებ ველში თანხა ავტომატურად გამოითვლება. გახსოვდეთ, რომ თანხა თქვენს სავაჭრო ბალანსზე უნდა იყოს.
თუ ჩამოსაშლელ სიაში ვალუტა არ იძებნება, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ვალუტა ამჟამად მიუწვდომელია.
ამჟამინდელი კურსი აჩვენებს არჩეული წყვილის მიმდინარე კურსს და ყოველ წამს ახლდება. 24 საათის კურსი აჩვენებს კურსის დღიურ ცვლილებას პროცენტებში და ყოველ წამს ახლდება. მოსაკრებელი აჩვენებს მოსაკრებელს პროცენტში (სტანდარტულად, მოსაკრებელი არის 0,1%) იმ ვალუტაში, რომელზეც გადაცვლა გსურთ და ყოველ წამს ახლდება.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს:
• ბირჟის გამოსაყენებლად უნდა იყოთ დარეგისტრირებული და შესული თქვენს ანგარიშში.
• მოსაკრებელი ყოველთვის გამოითვლება საბაზრო ფასის მიხედვით.
• 'ვიღებ' ველში თანხა გამოითვლება 'გავცემ' ველის შევსების მომენტში. ისიც რეგულარულად ახლდება, ფრთხილად იყავით.
• შეგიძლიათ გამოიყენოთ MAX ღილაკი, რომელიც მთელ თქვენს სავაჭრო ბალანსს გადაიტანს ველში ან შეავსებს მას შეკვეთის წიგნში არსებული მაქსიმალურის მიხედვით (თუ მოცემულ მომენტში თქვენს ბალანსზე თანხა აღემატება შეკვეთის წიგნში არსებულს).
მაგალითად, თუ თქვენ განათავსეთ 10 BTC გასაცვლელად (სულ გაქვთ 10 BTC სავაჭრო ბალანსზე) და ახლა მხოლოდ 5 BTC არის ვაჭრობაში, მაშინ, როდესაც დააჭირეთ ღილაკს MAX, 'გავცემ' ველში დაიწერება 5 BTC.
• თუ 'გავცემ' ველში თანხის ოდენობას შეიყვანთ, მაგრამ შეკვეთების წიგნში არ არის შერჩეული წყვილი, მაშინ ველი 'ვიღებ' უცვლელი დარჩება.
• თუ არჩეული წყვილისთვის შეკვეთები არ არის ხელმისაწვდომი, თანხა დაგიბრუნდებათ ბალანსზე.
• თუ დახურეთ ყველა ხელმისაწვდომი შეკვეთა არჩეული წყვილისთვის, თქვენი სახსრების დარჩენილი ნაწილი დაბრუნდება თქვენს ბალანსზე.
• ფასი შეიძლება შეიცვალოს გაცვლის პროცესში.
• 'გავცემ/ვიღებ' ველებში შეუძლებელია ასოების და სპეციალური სიმბოლოების შეყვანა (წერტილის გარდა).
• ყველა თქვენი გაცვლის ისტორია ხელმისაწვდომი იქნება ისტორიის გვერდზე.
დააჭირეთ ღილაკს გაცვლა.
პოპაპ ფანჯარაში, დააჭირეთ ღილაკს 'დიახ', თუ ყველა ველი სწორადაა შევსებული ან აირჩიეთ 'გაუქმება', თუ თანხის შეცვლა გსურთ:
პოპ-აპში დააჭირეთ ‘დიახ’ თუ ყველა ველი სწორადაა შევსებული, ან დააჭირეთ ‘გაუქმება’ თუ თანხის შეცვლა გსურთ.
მორჩა! გაცვლა წარმატებით შესრულდა!
როგორ მოვიქცე, თუ გაცვლისას სირთულეებს წავაწყდი?
გთხოვთ, შემდეგი ინფორმაცია გაუგზავნოთ ჩვენს დახმარების გუნდს ონლაინ ჩატის ან განაცხადის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე support@whitebit.com:
• პრობლემის დეტალური აღწერა:
• სქრინი, რომელიც ასახავს, ზუსტად რა შეცდომა მოხდა.
ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა დაგეხმაროთ სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაში!
WhiteBIT-ის მოწვევის პროგრამა
WhiteBIT-ის მოწვევის პროგრამა
მოსაწვევი პროგრამა თქვენ მიერ მოწვეული ადამიანების მიერ გადახდილი საკომისიოს მდე 50% თქვენი მოგება შეიძლება გახდეს.
იმისთვის, რომ მოწვეული გახდეს მომხმარებელი WhiteBIT-ზე თქვენი მოსაწვევი ბმულის მეშვეობით უნდა დარეგისტრირდეს.
უნიკალურ მოსაწვევი ბმულის ნახვა შეგიძლიათ მოსაწვევის პროგრამის გვერდზე მისი გაზიარება შესაძლებელია სოციალურ მედიაზე (Twitter, Telegram, LinkedIn), ოფლაინ გასაზიარებლად ჩამოტვირთეთ QR ოდი ან დააკოპირეთ ბმული და გაუგზავნეთ მეგობარს.
როგორ მუშაობს პროგრამა და როდის ჯამდება საპროცენტო განაკვეთი?
როგორ მუშაობს მოწვევის პროგრამა?
- უთხარით მეგობრებს ჩვენს შესახებ.
- ისინი თქვენი მოსაწვევი ბმულით უნდა დარეგისტრირდნენ.
- მათ მიერ გადახდილი სავაჭრო მოსაკრებლის მდე 50%-ს მიიღებთ.
როდის და როგორ ჯამდება საპროცენტო განაკვეთი? საპროცენტო განაკვეთი ჯამდება თქვენ მიერ მოწვეული ადამიანების ნავაჭრ ვალუტაში თქვენს მთავარ ანგარიშზე ყოველთვიურად 24 საათის განმავლობაში (ყოველი თვის პირველ თვეს 00:00 UTC საათზე).
მაგალითები: მომხმარებელი 'ა' დარეგისტრირდა 3 ნოემბერს 'ბ' მომხმარებლის მოსაწვევი ბმულით. 'ბ' მიიღებს 'ა'-ს მიერ გადახდილი მოსაკრებლების მდე 50%-ს 1 დეკემბერს 00:00 UTC საათზე. მომხმარებელი 'გ' დარეგისტრირდა 'ბ' მომხმარებლის მიერ გაგზავნილი მოსაწვევი ბმულით 30 მარტს. 'ბ' მიიღებს 'ა'-ს მიერ გადახდილი მოსაკრებლების მდე 50%-ს 1 აპრილს 00:00 UTC საათზე.
მოწვევის პროგრამის დეტალები
მოწვევის პროგრამის გვერდზე, თქვენი მოწვევის ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ იხილოთ თქვენ მიერ ყველა მოწვეულის ინფორმაცია: მათი რეგისტრაციის თარიღები, ვერიფიკაციის სტატუსები. აღნიშნულ განყოფილებაში, მოწვეულები ჩამოთვლილია მიუხედავად იმისა, ივაჭრეს თუ არა ბირჟაზე.
აგრეთვე, საპროცენტო განაკვეთის დაჯამების დროს (ყოველი თვის პირველ დღეს 00:00 UTC საათზე), დაინახავთ, რომ გამოჩნდება (და შესაბამისად განახლდება) დაჯამების ისტორიის განყოფილება, რომელიც გაჩვენებთ რა თანხა და რა ვალუტაში მიიღეთ თქვენი თითოეული მოწვეულისგან.
დაჯამების შემდეგ, მთლიანი მოგება ნაჩვენებია მოწვევის პროგრამის გვერდზე აშშ დოლარის ეკვივალენტში.
რატომ ვერ ვხედავ მოწვეულების სავაჭრო ინფორმაციას? მოწვეულების სავაჭრო ინფორმაცია (თარიღი/წყვილი/მოსაკრებელი) კონფიდენციალურია. მომხმარებლის ხელშეკრულებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია მოწვეული პირების წერილობითი თანხმობის გარეშე, მათი დეტალური ინფორმაციის გაზიარება. მონაცემები ავტომატურად მუშავდება, ხდება გამოთვლა და თქვენ მათი სავაჭრო მოსაკრებლის მდე 50%-ს იღებთ.
გაქვთ კითხვები? ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს დახმარების გუნდს ონლაინ ჩატის ან განაცხადის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია 24/7 და ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ჩვენს ბირჟსათან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.
WhiteBIT Earn
რა არის WhiteBIT Earn?
WhiteBIT Earn არის WhiteBIT კრიპტობირჟის ერთ-ერთი პროდუქტი. WhiteBIT Earn-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ პასიური შემოსავალი.
რა არის კრიპტო დეპოზიტი (Crypto Lending)?
კრიპტოდეპოზიტი არის ბირჟაზე გარკვეული პროდუქტზე დეპოზიტის განთავსება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიმუშავოს მოგება მის მიერ შერჩეული გეგმისა და ვალუტის მიხედვით. სადეპოზიტო გეგმები ერთმანეთისგან პროცენტის ნიშნულებით, მინიმუმი/მაქსიმუმი დეპოზიტის რაოდენობითა და დაგროვების ვადებით განსხვავდებიან. კრიპტოდეპოზიტი დამატებითი შემოსავლის მიღების მოსახერხებელი და უსაფრთხო მეთოდია.
Crypto Lending. როგორ უნდა გავხსნათ/დავხუროთ გეგმა?
იმისათვის, რომ დავიწყოთ პასიური შემოსავლის მიღება კრიპტოვალურის დაგროვებით საჭიროა:
- გადავიდეთ შემდეგ გვერდზე: Crypto Lending და ავირჩიოთ ერთ-ერთი გეგმა.
- დავრწმუნდეთ, რომ სასურველი გეგმის გახსნისთვის გვაქვს საჭირო ბალანსი ჩვენს მთავარ ბალანსზე – Main balance, ან გავაკეთოთ დეპოზიტი შერჩეული ვალუტისთვის.
- მივუთითოთ ვალუტის სასურველი რაოდენობა და დავაჭიროთ ხელი დეპოზისტის ღილაკს. გთხოვთ, მხედველობაში იქნოიეთ, რომ თითოეულ ვალუტის დაგროვებით გეგმას აქვს წინასწარ განსაზღვრული დეპოზიტის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ასევე გეგმის გახსნის შემდგომ შეუძლებელია დამატებითი თანხების გადატანა გეგმის ბალანსზე.
როდესაც წინასწარ განსაზღვრული დროის პერიოდი დასრულდება, გეგმა ავტომატურად დაიხურება და დაგროვებული პროცენტული მოგება თქვენს მთავარ ბალანსზე აისახება.
თქვენ გეგმის დახურვა წინასწარ შეგიძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში დაგროვებული პროცენტი თქვენს ანგარიშზე აღარ აისახება. Გეგმის დახურვა ხდება შემდეგნაირად:
- იპოვეთ აქტიური გეგმების სექცია Crypto Lending-ს გვერდზე.
- შეარჩიეთ გეგმა, რომლის დახურვაც გსურთ და დააჭირეთ გეგმის დახურვის ღილაკს ხელი (Close Deposit).
აღნიშნულის შემდგომ, თქვენს მიერ განთავსებული ფონდები დაგიბრუნდებათ მთავარ ანგარიშზე.
Crypto Lending. დამატებითი შეკითხვები გაქვთ?
როგორაა გეგმები დაცული და რა არის იმის გარანტია რომ მოგებას მივიღებ?
პროცენტული მოგება გამყარებულია მარგინალური ვაჭრობის - margin trading-ის შედეგად მიღებული ფონდებით. ჩვენი მუშაობის პრინციპი კი წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხოების წესებზეა დაფუძვნებული. ჩვენ ვირტუალური ფონდების 96% ცივ საფულეებში ვინახავთ და ვიყენებთ WAF-ს ჰაკერული თავდასხმებიდან თავდაცვის მიზნით, შესაბამისად თქვენი ფონდები ჩვენს ვალუტაზე დაცულ მდგომარეობაშია. ამასთანავე , ჩვენ შევქმენით თავდაცვის სისტემის კომპლექსური პროტოკოლი, რომელიც მონოტორინგისა და საფრთხის თავიდან აცილების სისტემების მოიცავს. ჩვენმა ბირჟამ წარმატებით გაიარა მესამე მხარის მიერ ჩატარებული კიბერუსაფრთხოების ტესტები. ჩვენი შეფასება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მარკეტზე ყველაზე მაღალია.
რა პერიოდს მოიცავს გეგმები?
ამ დროისათვის არსებობს 10, 20, 30, 90, 180 და 360 დღიანი გეგმები. მოგების პროცენტული ნიშნულები ყველა გეგმისთვის ინდივიდუალურია. ამავდროულად, ორი 180-დღიანი გეგმა არ გულისხმობს ერთ 360-დღიან გეგმის პერიოდს. რაც მეტია გეგმის ხანგრძლივობა, მით მეტია საპროცენტო დანამატი.
შიმიძლია გეგმის გახანგრძლიევება?
არა. როცა დახურავ გეგმას იღებ შენს მიერ შეტანილ თანხასა და პროცენტულ დანამატს. რის შემდგომაც შეგიძლია გეგმის ხელახალი გახსნა.
შემიძლია ერთი და იმავე ვალუტაზე ერთ გეგმაზე მეტის გახსნა?
დიახ, თუმცა დაგროვების გეგმები უნდა იყოს განსხვავებული. მაგ: ორ 180-დღიან გეგმას ვერ განათავსებთ USDT-ის ვალუტაზე თუმცა, შეგიძლიათ გახსნათ ერთი 180 და ერთი 360 დღიანი გეგმა თანადროულად.
შემიძლია უკვე აქტიურ გეგმის ხელახალი შევსება?
სამწუხაროდ არა. მაგრამ, მარტივად შეგიძლიათ კიდევ ერთი გეგმის გახსნა იმავე ვალუტაში განსხვავებული დაგროვების დროით.
თუკი, Crypto Lending-თან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები ან რაიმე სახის პრობლემები გაქვთ, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენი კლიენტთა მომსხურების გუნდს ticket -ის შექმნით ან გამოაგზავნეთ იმეილი შემდეგ მისამართზე - support@whitebit.com.
რა არის Staking?
Staking ნიშნავს ფონდების დაგროვებას a staking pool-ის მეშვეობით და სანაცვლოდ ჯილდოების მიღებას (პროცენტული მოგების მეშვეობით). შენი კრიპტოვალუტა Proof-of-Stake პროცესის ნაწილი ხდება, ამავდროულად ერთგვარი ვერიფიკაციისა და დაცვის საშუალებას იძლევა და ამასთანავე ნებისმიერ საბანკო გადარიცხვებსა და დამატებით გადასახადების გაღების გარეშე შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფს.
როგორ შემიძლია Staking-ში ინვესტირება?
კრიპტოვალუტის Staking-ი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, მაგრამ შეგიძLიათ გამოიწეროთ ჩვენი სიახლეები(newsletter) და მიიღოთ უახლესი ინფორმაცია Staking-ის WhiteBIT პლათფორმაზე აქტივაციის შესახებ.
WhiteBIT კოდი
როგორ მივიღოთ WhiteBIT კოდი?
ჩვენს ბირჟაზე, შეგიძლიათ ასო-ციფრული კოდის გენერირება, რომელიც მოსაკრებლის გარეშე WhiteBIT-ის მომხმარებლებსა და პარტნიორ პლატფორმებთან თანხების გადარიცხვის საშუალებას მოგცემთ.
კოდის შესაქმნელად, მთავარ ზედა მენიუში, გადადით კოდების გვერდზე. მარცხენა მენიუში, დააჭირეთ ღილაკს 'კოდის შექმნა', აირჩიეთ ვალუტა და რაოდენობა იმ თანხებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენს მთავარ ბალანზე და რომლის გაგზავნაც გსურთ. უსაფრთხოებისთვის, კოდზე შეგიძლიათ დააყენოთ პაროლი და დაუმატოთ აღწერილობა, რომელიც მხოლოდ თქვენთვის გამოჩნდება. ხსენებული ორი ველი არასავალდებულოა, თუმცა კოდების მართვისა და უსაფრთხოებისთვის, საკმაოდ მოსახერხებელია. დააჭირეთ ღილაკს 'შექმნა'. კოდის შექმნის დადასტურებისთვის, მიიღებთ ელექტრონულ წერილს. მორჩა!
თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე support@whitebit.com ან ჩატის მეშვეობით და სიამოვნებით დაგეხმარებით!
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კოდის შექმნა ხელმისაწვდომია მხოლოდ კრიპტოვალუტაში.
რომელი ბალანსი გამოიყენება WhiteBIT კოდის შესაქმნელად და სად ჩაირიცხება თანხა მისი აქტივაციის შემდეგ?
WhiteBIT კოდის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მთავარ ბალანსზე არსებული თანხით.
კოდის აქტივაციის შემდეგ თანხა ასევე ჩაირიცხება თქვენს მთავარ ბალანსზე.
რა თანხისთვის შემიძლია WhiteBIT კოდის შექმნა?
WhiteBIT კოდების მიერ გადასარიცხი თანხები შეუზღუდავია (დაშვებული ათწილადების ფარგლებში).
შემიძლია ერთი კოდის რამდენიმე ვალუტის გადარიცხვა?
არა, ერთ WhiteBIT კოდის შექმნა ნიშნავს მხოლოდ ერთი ვალუტის გადარიცხვას.
ვერ ვხედავ ჩემ მიერ შექმნილ კოდს, სად შემიძლია ვნახო?
კოდის შექმნის შემდეგ დადასტურების ელ. ფოსტას მიიღებთ. WhiteBIT-ის კოდის დადასტურების შემდეგ იგი გამოჩნდება 'კოდების' გვერდზე არსებულ 'კოდების' განყოფილებაში და თქვენს 'ისტორიაში' კოდების ჩანართში.
როგორ გავააქტიურო WhiteBIT კოდი?
კოდების გვერდზე, მარცხენა მენიუში, დააჭირეთ 'კოდის აქტივაციას'. ამის შემდეგ შეიყვანეთ ასო-ციფრული კოდი და პაროლი (იმ შემთხვევაში, თუ კოდის შემქმნელმა დააყენა), დააჭირეთ 'გააქტიურებას' და გაიარეთ CAPTCHA. როგორც კი WhiteBIT კოდი გააქტიურდება, თანხა ავტომატურად დაირიცხება თქვენს მთავარ ბალანსზე.
შემიძლია WhiteBIT კოდი დაურეგისტრირებელ მომხმარებელს გავუგზავნო?
კოდის გაგზავნა ნებისმიერი პირისთვის შეგიძლიათ, თუმცა WhiteBIT-ის კოდის გააქტიურება მხოლოდ ჩვენს ბირჟაზე ან პარტნიორის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
How to pass a WhiteBIT Code?
• To pass a code to a user of WhiteBIT (or a partner platform), you should copy it. It will be displayed in the Codes section of the Codes page as well as in your History.
You can also use a QR code to copy it or download a PDF file with information about a code.
• If you use mobile app you can find all the information about your codes in "My codes" section; the “All” section provides you with a list of your codes.
You can send a code to another person in any way convenient for you.
Why don’t I receive e-mails from WhiteBIT?
The e-mails may have ended up in the Spam folder, so check this section of your e-mail account. You may also have previously unsubscribed from our mailing.
If the e-mails from WhiteBIT are in “Spam”:
- tick all e-mails from WhiteBIT;
- mark the e-mails as “Not spam” and “Important";
- to make sure you continue receiving e-mails from us, add the following addresses to your contacts and safe senders list:
system@whitebit.com to receive technical information about your account activity;
news@whitebit.promo to receive relevant exchange updates;
support@whitebit.com to contact the technical support of the exchange.
If you have any additional questions, please contact our support team via the online chat on the exchange (the "Support" button in the lower right corner) or e-mail us at support@whitebit.com.
უსაფრთხოება
რა არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA)?
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) ანგარიშებისთვის დამატებითი უსაფრთხოების დონეა. იგი უზრუნველყოფს, რომ ანგარიშის მომხმარებელი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მასზე წვდომა აქვს, მაშინაც კი თუ ვინმე სხვამაც იცის მისი პაროლი.
როგორც კი 2FA ჩაირთვება, ავტორიზაციის დროს, პაროლის გარდა 6-ნიშნა ავთენტიფიკაციის კოდის შეყვანაც მოგიწევთ. კოდის გენერირება საავთენტიფიკაციო აპლიკაციის (Google Authenticator ან მისი ალტერნატივა) მიერ ყოველ 30 წამში ერთხელ ხდება.
ჩვენი რჩევაა, რომ ყველა მომხმარებელმა ჩართოს უსაფრთხოების ხსენებული ფუნქცია, რათა მათ ანგარიშებზე არ მოხდეს არაავტორიზებული შესვლა. აღნიშნული ფუნქცია აუცილებელია თქვენი აქტივების უსაფრთხოებისთვის, ასე რომ, გთხოვთ, მალე ჩართოთ.
როგორ ჩავრთო ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA)?
ჩამოტვირთეთ Google Authenticator აპლიკაცია Google Play-დან ან AppStore-დან. თქვენი ანგარიშის გვერდზე, გახსენით 'უსაფრთხოების' ჩანართი და იპოვეთ ორფაქტორიანი ავტორიზაციის განყოფილება.
დაასკანირეთ QR კოდი ჩამოტვირთული აპლიკაციის მეშვეობით ან შეიყვანეთ ნომერი ხელით. როგორც კი აპლიკაციაში გამოისახება WhiteBIT, შეიყვანეთ ავთენტიფიკაციის კოდი '2FA კოდის' უჯრაში.
მორჩა, თქვენ გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და გააუმჯობესეთ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება!
როგორ მოვიქცე, თუ აღარ მაქვს წვდომა ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის აპლიკაციაზე?
თუ აღარ გაქვთ წვდომა თქვენს 2FA ავთენტიფიკატორზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ წერილის გაგზავნით ელ. ფოსტაზე support@whitebit.com.
როგორ ჩავრთო ანტიფიშინგი?
ანტიფიშინგის ჩასართავად, გახსენი 'უსაფრთხოების' ჩანართი თქვენი ანგარიშის გვერდზე და იპოვეთ ანტიფიშინგის განყოფილება.
შემდეგ დააჭირეთ 'ჩართვის' ღილაკს და შეიყვანეთ რამე კოდი. შეინახეთ ცვლილებები.
გილოცავთ, ანტიფიშინგის ფუნქცია გააქტიურებულია! იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობს, ხელახლა გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე. ამიერიდან, WhiteBIT-ის ყველა ელ. ფოსტაში იქნება თქვენი ანტიფიშინგის კოდი. ამით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ინფორმაცია სავაჭრო ბირჟის ოფიციალური ვებ-საიტისგანაა.
უსაფრთხოა WhiteBIT ბირჟის გამოყენება?
დიახ! ჩვენი მთავარი სამუშაო პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების და მათი სახსრების უსაფრთხოება.
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების სფეროში მოწინავე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. ჩვენ დავნერგეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციისა (2FA) და ფიშინგის საწინააღმდეგო პროგრამა თქვენი ანგარიშის დასაცავად. ეს ზომები გვეხმარება ჩვენი გაცვლის საიმედოობის უზრუნველსაყოფად. ციფრული აქტივების 96%-ს ცივ საფულეებში ვინახავთ და ჰაკერული თავდასხმების აღმოსაჩენად და დასაბლოკად WAF-ს ვიყენებთ. ცივ საცავში შენახული აქტივები დაცულია მრავალხელმოწერის წვდომის სისტემით.
WhiteBIT-მა ასევე შექმნა სადაზღვევო ფონდი მომხმარებლების აქტივების დასაცავად, იგი ტრანზაქციის მოსაკრებლების თანხიდან ივსება. ფონდის მიერ ამჟამად დაზღვეულია WhiteBIT ცივ საცავში არსებული აქტივები, რომელთა სადაზღვეო გეგმა 30 მილიონ აშშ დოლარია.
How to use Koinly
What is Koinly?
Koinly is a cryptocurrency portfolio tracking and taxation software. With it, you can keep track of your digital assets and related taxes.
How to sign up for Koinly with a WhiteBIT account?
You can proceed to the service from the “History” page on WhiteBIT and start signing up. Or you can sign up using the Koinly website.
Can I use an existing Koinly profile?
Yes, you can use an existing Koinly profile. You only need to connect your WhiteBIT wallet to the service and import the data.
How to import the data from WhiteBIT to Koinly?
There are several options. You can import data from the exchange using an API key or download the CSV report. You can also add transactions one by one through the Koinly web interface.
Crypto-assets risks warning
Important notice for residents in Spain
High risk investment product
- The value of investments and the returns obtained from them may experience significant upward and downward variations and the entire amount invested may be lost.
- Investments in early-stage projects involve a high level of risk, so it is necessary to properly understand their business model.
- The crypto-assets in the scope of the Circular 1/2022, of January 10, of the Spanish National Securities Market Commission (CNMV) are not covered by client protection mechanisms such as the Deposit Guarantee Fund or the Investor Guarantee Fund.
- The prices of crypto-assets are established without any mechanisms that ensure their correct formation, such as those used in regulated securities markets.
- Many crypto-assets may lack the liquidity necessary to allow an investment to be unwound without significant losses, since their distribution among investors, both retail and professional, can be very limited.
Technology risks
- Distributed ledger technologies are still in an early stage of development as many of these networks have been created very recently, so they may not be sufficiently tested and there may be significant failures in their operation and security.
- The registration of transactions in networks based on distributed ledger technologies is carried out through consensus protocols that may be susceptible to attacks that attempt to modify the register. If they were to be successful there would be no alternative register that backs up the transactions and hence the balances corresponding to the public keys and therefore all the crypto-assets could be lost
- The anonymity of crypto-assets can make them a target for cyber criminals, since if credentials or private keys are stolen the crypto-assets may be transferred to addresses that make their recovery difficult or impossible.
- The custody of crypto-assets is a large responsibility since they can be lost in their entirety in the event of theft or loss of private keys. The entities that carry out the custody of the advertised crypto-assets are the WhiteBIT Group companies in accordance with the User Agreement.
Legal risks
The acceptance of crypto-assets as a means of exchange is still very limited and there is no obligation to accept them.
The service provider is established in a European Union country. When the service provider is not established in a European Union country, the resolution of any conflict could be costly and fall outside the jurisdiction of the Spanish authorities.
Users should note that crypto-assets are held by WhiteBIT in custodial digital wallets (“Wallets”). This means that users do not hold the private keys to those Wallets and are consequently not the direct holder of the crypto-assets in those wallets. WhiteBIT owns the private keys of Wallet addresses and ensures the safety of Users' assets, and such private keys are not provided to Users. Users retain all rights to use such crypto-assets and have online access to them through the WhiteBIT Platform, as specified in the User Agreement
USSD menu
For whom is the ussd menu function available?
This function works for users from Ukraine who have connected to the services of the lifecell mobile operator. Please note: you need to enable two-factor authentication to use the feature.
How does this feature work?
The ussd menu function allows you to access some options on the WhiteBIT exchange without an Internet connection. You can enable the feature in your account settings. After that, you will have offline access to the following operations:
- balances view;
- transfer of funds;
- quick exchange of assets;
- obtaining an address for a deposit.
How to use the ussd menu?
After you receive access to your account through the ussd menu and create a PIN code, you can use a special code – *142#. It gives access to a menu where you can see the balance, make a transfer and exchange funds in your wallet.