შეჯიბრი ვაჭრობაში

დროა, ვაჭრობის შეჯიბრში გამოცადოთ ბედი. ეს არის ახალი ტურნირის ფორმატი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ტრეიდერებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ტურნირებში, რომლებიც მათ სავაჭრო უნარებს შეესაბამება. მიიღეთ მონაწილეობა და ყველაზე მაღალი სავაჭრო მოცულობის დაფიქსირებით, საუკეთესო rP&L შედეგის ჩვენებით ან სხვადასხვა შეჯიბრებებში ბედის ცდით, მოიგეთ კრიპტოვალუტა.

შეჯიბრი ვაჭრობაში

ჯერჯერობით შეჯიბრებები არ არის

ჩართეთ შეტყობინებები, რომ მომავალი შეჯიბრებების შესახებ მიიღოთ ინფორმაცია

აჩვენეთ თქვენი უნარები და მოიგეთ პრიზები

ჩვენი სავაჭრო კონკურსები განკუთვნილია სხვადასხვა დონის ტრეიდერებისთვის, რაც უზრუნველყოფს სივრცეს და პირობებს ყველაზე მომგებიანი და სასიამოვნო ვაჭრობისთვის.

  • ნაბიჯი 1

    შეჯიბრის არჩევა

    თვალყური ადევნეთ სიახლეებს მომავალი და აქტიური სავაჭრო კონკურსების შესახებ და შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

  • ნაბიჯი 2

    ივარჯიშეთ და ივაჭრეთ

    აირჩიეთ კონკურსი თქვენი სურვილისამებრ, მიჰყევით მოთხოვნებს და მოხვდით ლიდერების სიის სათავეში საპრიზო ფონდის გასაზიარებლად!

  • ნაბიჯი 3

    დაელოდეთ პრიზების განაწილებას

    ჯილდოები ლიდერების დაფაზე თქვენი რეიტინგის მიხედვით ნაწილდება. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენსავე რეიტინგს პირდაპირ კონკურსის გვერდიდან.

პრიზის მიღება

ბონუსები თქვენს ძირითად ბალანსზე კონკურსის დასრულებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ჩაირიცხება.

გაქვთ კითხვები?

შეიტყვეთ მეტი WhiteBIT სავაჭრო კონკურსის მექანიკის შესახებ და აღმოაჩინეთ ადრეული კრიპტო ინვესტორობის უპირატესობები.

შეარჩიეთ შესაფერისი სავაჭრო კონკურსი სავაჭრო ტურნირების მთავარი გვერდიდან. გადადით არჩეული ტურნირის გვერდზე, წაიკითხეთ წესები და პირობები და დააჭირეთ ღილაკს "მონაწილეობა".
ზოგადად, არ არსებობს კონკრეტული შეზღუდვები ტურნირების დიდი ნაწილისთვის. WhiteBIT-ის ნებისმიერ ვერიფიცირებულ მომხმარებელს შეჯიბრში მონაწილეობის უფლებამოსილება აქვს. თუმცა, არსებობს ტურნირების კონკრეტული კატეგორია, რომელიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია ბირჟის ახალი მომხმარებლებისთვის. ამ შემთხვევაში, დამწყები განიმარტება როგორც მომხმარებელი, რომელსაც მანამდე არ მიუღია მონაწილეობა არცერთ ტურნირში და ბირჟაზე მონაწილეობის განაცხადის შეტანამდე სამი თვის განმავლობაში დარეგისტრირდა.
სტანდარტული პლატფორმის შეზღუდვები ვრცელდება სავაჭრო ტურნირებზეც. მაგალითად, ზოგიერთი ბაზარი და ვაჭრობის ტიპი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ქვეყანაში. ასევე, მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი ორდერების შესრულება ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით. ამ წესის შეუსრულებლობამ შეიძლება, სამომავლოდ, მომხმარებლის დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს და შესაძლოა მას სხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ მონაწილეობის დეტალურ წესებს.
ტურნირის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებული შეიძლება შეირჩეს სამიზნე წყვილის ჯამური სავაჭრო მოცულობის, rP&L ან ამ ორი ინდიკატორის მიხედვით, სადაც პრიორიტეტი rP&L-ს ენიჭება.
დიახ, ზოგიერთმა კონკურსმა შეიძლება მონაწილეების მიერ მინიმალური სავაჭრო მოცულობისთვის მიღწევა მოითხოვოს. აღნიშნული მოცულობა, როგორც წესი, გონივრული დონის მიხედვითაა დაწესებული. ყველა კონკრეტული მოთხოვნა მონაწილეებისთვის მკაფიოდ იქნება ასახული თითოეული ტურნირისთვის გამოყოფილ გვერდზე. რეკომენდებულია, რომ მონაწილეობის დაწყებამდე, ყურადღებით გადახედოთ და გაიაზროთ შეჯიბრის პირობები.